ფოთის  სასამართლო ტაეკვონდოს  მწვრთნელებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს

ფოთის საქალაქო სასამართლოში ტაეკვონდოს მწვრთნელებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილება. დაკავებულები ბრალს ნაწილობრივ აღიარებენ და აცხადებენ, რომ გიორგი აბულაძეზე ჯგუფურად არ უძალადიათ.

ფოთში დაკავებულ ტაეკვონდოს სამ მწვრთნელს ბრალი ოფიციალურად დღეს წარუდგინეს. თეიმურაზ კვირაიას, იოსებ ოსიძესა და მამუკა გეგეშიძეს ბრალი სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურად ძალადობას გულისხმობს და 2-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ადვოკატების ინფორმაციით, აღნიშნული მუხლი ასევე ითვალისწინებს ჯარიმასა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას. მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთ დაკავებულს ექიმის დახმარება დასჭირდა, თუმცა ამ ეტაპზე სამივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

16 ივნისს, ფოთში ტაეკვონდოს ღია ჩემპიონატზე ინციდენტი ტაეკვონდოს მწვრთნელებსა და ფედერაციის გამგეობის წევრ გიორგი აბულაძეს შორის დაიწყო, რაც მოგვიანებით დარბაზის გარეთ გაგრძელდა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა სამი მწვრთნელი დააკავეს. მწვრთნელების თქმით, აბულაძე მათ უცენზურო სიტყვებით მიმართავდა და პროვოკაცია შეგნებულად მოაწყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა