„ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ - ტექინსპექტირების ერთ-ერთი ცენტრის სარეკლამო შეტყობინებებს მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო ორი დღის განმავლობაში, ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ერთ-ერთი ცენტრიდან მობილური საკომუნიკაციო ოპერატორების აბონენტებს მისდით სარეკლამო მოკლე ტექსტური შეტყობინებები, შემდეგი შინაარსით: „ვერ მოასწარით სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების გავლა დაწესებულ ვადაში? ვადაგადაცილებისთვის არ დაჯარიმდებით...“

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ განმარტავს, რომ სარეკლამო შეტყობინებას შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი, რადგან მოქმედი კანონმდებლობით, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრი ტექნიკური დათვალიერების გავლის ვადის დარღვევის გამო, მომხმარებელს ჯარიმას ვერ დაუწესებს და ვერც აარიდებს თავიდან.

„აღნიშნული სარეკლამო შეტყობინება წარმოადგენს არასათანადო რეკლამას, რაც „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-2 ქვეპუნქტის შესაბამისად, განიმარტება, როგორც არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური, შეცდომაში შემყვანი ან სხვა რეკლამა, ამავე კანონის მე-3 მუხლის, მე-6 პუნქტის თანახმად, ამგვარი რეკლამის დამკვეთის მიზანია განზრახ შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი.

სამოქალაქო ორგანიზაციები - საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის, პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის და ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია მოვუწოდებთ კომუნიკაციების ომბუდსმენს, დაინტერესდეს და შეისწავლოს აღნიშნული საკითხი, რათა ადგილი არ ჰქონდეს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას“, - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო