ლევან ვასაძის თანამოაზრე რამაზ გაგნიძე - მე ვარ პასუხისმგებელი, რომ ჩვენი მხრიდან ძალადობა არ იქნება

უღირსების ღირსების მარში არ ჩატარდება საქართველოში, ამის გარანტიას მე და მთელი ქართველი ერი ვაძლევთ” - ამის შესახებ ლევან ვასაძის თანამოაზრემ და ,,ქართული მისიის” წევრმა რამაზ გაგნიძემ გამოკითხვის დასრულების შემდეგ ქალაქის მთავარ სამმართველოსთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ისინი ლგბტ ჯგუფის მიმართ რაიმე ტიპის ძალადობასა და ფიზიკურ დაპირისპირებას გამორიცხავენ.

,,ვაცხადებ,რომ არანაირი რაზმი და ლაშქარი არ არის შექმნილი. ხელმოწერების მიზანი არის, რომ უწმინდურებისგან დავიცვათ ქვეყანა. დავდგებით იქ,რომ არ ჩავატარებინოთ პრაიდი. იმ ჯგუფთან ძალადობას და ფიზიკურ დაპირისპირებას გამოვრიცხავ. კითხვები იყო ლევანთან დაკავშირებით, ვიცნობ თუ არა და ა.შ. არანაირი ჯგუფი არაა შექმნილი, არავითარი ცხელი და ცივი იარაღი არსად არ ფიგურირებს და არავინაა დაზარალებული და ვინ უნდა მიეცეს პასუხისმგებლობაში?! უღირსები ღირსების მარშს ვერ ჩაატარებენ. ჩვენგან გამოვა ხალხის დიდი რაოდენობა და ფიზიკურად იქ არავინ გაჩერდება. უღირსების ღირსების მარში არ ჩატარდება საქართველოში, ამის გარანტიას მე და მთელი ქართველი ერი ვაძლევთ. მე ვარ პასუხისმგებელი, რომ ჩვენი მხრიდან ძალადობა არ იქნება” - განაცხადა რამაზ გაგნიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია