ნათია თურნავა - დავით სერგეენკოს როლი მთავრობასა და ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებაში ძალიან დიდია

დავით სერგეენკოს როლი მთავრობასა და ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებაში ძალიან დიდია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის დავით სერგეენკოს მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, დავით სერგეენკოს სახელი ჯანდაცვის სისტემაში ძალიან სერიოზულ რეფორმებს უკავშირდება.

"მინდა ვთქვა, რომ თვითონ დავით სერგეენკოს როლი მთავრობაში და ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებაში ძალიან დიდია. რა თქმა უნდა, მთლიანად გუნდი მუშაობდა, მაგრამ კონკრეტულად ის ედგა სათავეში მთელი ეს წლები სამინისტროს და უკავშირდება ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს, საყოველთაო ჯანდაცვას, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას, ბევრ სხვა სიკეთეს, რაც გაკეთდა ჩვენი გუნდის პერიოდში წინა წლებში ჯანდაცვის მიმართულებით, "- განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან, მინისტრის შეფასებით, დავით სერგეენკო "უაღრესად ღირსეული ადამიანია".

"დავით სერგეენკო ძალიან მაღალი რანგის პროფესიონალია. დარწმუნებული ვარ, რომ ისევე, როგორც დაატყო თავისი ხელი საქართველოს ჯანდაცვის სისტემას, ასეთივე წარმატებული იქნება ნებისმიერ ასპარეზზე", - განაცხადა ნათია თურნავამ.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა