საქართველოს განათლების სფეროში ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დანერგვა აქტიურად დაიწყება

საქართველოს განათლების სფეროში ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დანერგვა აქტიურად დაიწყება. ამ მიზნით, ტექნოლოგიების სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო ბლოკჩეინ-კომპანია "Input Output HK Ltd"-ის ექსპერტები საქართველოს ივლისში ეწვევიან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და IOHK-ის აღმასრულებელი დირექტორის ჩარლზ ჰოსკინსონის შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა ივლისიდან აქტიურად დაიწყება და წლის ბოლომდე ქვეყანას კონკრეტული შედეგი ექნება.

საუბრისას, დადებითად შეფასდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და IOHK-ს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და ჩარლზ ჰოსკინსონმა მოაწერეს.

შეხვედრაზე განიხილეს ასევე ბიზნესისა და სახელმწიფო სერვისების სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო საჯარო სექტორში ბლოკჩეინის ტექნოლოგიების დანერგვაში ერთ-ერთი ლიდერია და განათლების რეფორმისფარგლებში უმსხვილეს საერთაშორისოტექნოლოგიურ კომპანიასთან პარტნიორობა მისასალმებელია.

IOHK-ის აღმასრულებელმა დირექტორმაპოზიტიურად შეაფასა საქართველოსთანთანამშრომლობა და აღნიშნა, რომთანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაქვეყანას არსებული გამოწვევებისდაძლევაში დაეხმარება.

ჩარლზ ჰოსკინსონი დარწუნებულია, რომ პარტნიორობა ნაყოფიერი და შედეგიანი იქნება და წარმატებული თანამშრომლობა შედგება კაპიტალის ბაზრების, ჯანდაცვის სფეროსა და ანგარიშსწორების სისტემების მიმართულებით.

ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა