ნათია თურნავა სამთავრობო ცვლილებებზე გავრცელებულ ინფორმაციაზე - მსგავსი ხმების გავრცელება შეიძლება ვიღაცას აწყობს იმისთვის, რომ შემოიტანოს  არაპროგნოზირებადობის განცდა

უნდა შევეგუოთ იმას, რომ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი იღებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, მსგავსი გადაწყვეტილებების ექსკლუზიური უფლება კანონმდებლობით ქვეყნის პრემიერ-მინისტრს აქვს და ამაში გასაკვირი არაფერია.

"პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ზოგადად, უნდა შევეგუოთ იმას, რომ მსგავს გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, როგორი სპეკულაციებიც არ უნდა მოჰყვეს ხოლმე თითოეულ ასეთ გადაწყვეტილებას. გასაგებია, რომ ოპოზიციას თავისი დღის წესრიგი აქვს ამასთან დაკავშირებით. ნებისმიერ ცვლილებას ნეგატიურ კუდებს მიაბამენ. საქართველოს მთავრობაში მინისტრის ცვლილების, მინისტრის დანიშვნის შესახებ ექსკლუზიურად გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ასე არის ჩვენი კონსტიტუციით, ასე არის ჩვენი კანონმდებლობით. აქედან გამომდინარე, სრულიად არ არის გასაკვირი, როდესაც პრემიერ-მინისტრმა საჭიროდ ჩათვალა და დადგა ასეთი ცვლილების დრო, მან საზოგადოებას ამის შესახებ ამცნო. რაც შეეხება სხვადასხვა ჭორსა და ვერსიას, ეს ზოგადად, თან ახლავს ხოლმე ჩვენს მუშაობას. ეს არის ჩვენი რეალობის, ჩვენი ყოველდღიურობის თანმდევი სამწუხარო ელემენტი. ზოგადად, მსგავსი ხმების გავრცელება შეიძლება ვიღაცას აწყობს იმისთვის, რომ შემოიტანოს რაღაც არაპროგნოზირებადობის განცდა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამის უკან არაფერი სერიოზული არ დგას“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, მსგავს საკითხებთან. დაკავშირებით სპეკულაციების გაღვივებით გარემო შესაძლოა, არაპროგნოზირებადი გახდეს.

"სუფთა ეკონომიკური პოლიტიკის თვალსაზრისით, როგორც ეკონომიკის მინისტრმა, არ შემიძლია არ ვთქვა, რომ რაც უფრო მეტად გაღვივდება მსგავსი საუბრები და სპეკულაციები, მით უფრო მეტად არაპროგნოზირებადი შეიძლება გახდეს გარემო. შეიძლება ვიღაცას ამის სურვილი ჰქონდეს კიდეც. ეს არ არის, ზოგადად, კარგი ქართული ბიზნესისთვის. აქედან გამომდინარე, ცვლილება როდესაც ხდება, მოსახლეობას ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამცნობს"- განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, დავით სერგეენკომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტი დატოვა, აღნიშნულ თანამდებობაზე საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი ეკატერინე ტიკარაძ

თორნიკე ჯანაშვილი - ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია  და მომავალ წელს უფრო მძიმე  კრიზისის  წინაშე  შეიძლება აღმოვჩნდეთ
ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2020
იგორ ტიშკევიჩი - უახლოესი 3-4 წელი მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის გამო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მშვიდობიანი ვერ იქნება
სიახლე ლიბერთის CASH-IN ბანკომატებში: უნიკალური სერვისი - „ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ“ უკვე ხელმისაწვდომია
ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა
ბიზნეს და საჯარო მონაცემების პირველი ერთიანი პლატფორმა საქართველოში
როგორ გაუზომავენ სიცხეს მოსწავლეთა ერთდროულ ნაკადს?
ბარათიდან თანხის განაღდების ახალი სერვისი ლიბერთის მომხმარებლისთვის „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში
ახალი Galaxy Note 20 და Note 20 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო