ნათია თურნავა გიორგი ქობულიას საპასუხოდ აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის კომერციულ მომგებიანობას კვლევები ადასტურებს

ოთხი კომერციული ტიპის კვლევა იყო, რომ ტვირთი არის და სულ მცირე ერთი ტექნიკური ტიპის კვლევა, რომ სწორედ ანაკლიაშია უპრიანი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა,-ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თუნრნავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსში“, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც, ანაკლიის პორტის პროექტის ეკონომიკური დასაბუთების ანალიზი არ არსებობდა.

„მე ჯერ კიდევ საპარტნიორო ფონდში მუშაობის პერიოდიდან მომიწია ანაკლიის პროექტში, მის სტრუქტურირებაში ჩართვა. აქედან გამომდინარე, გეტყვით, რომ რაც კი რამე დასაბუთება შეიძლებოდა ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე წლის მანძილზე იყო შესრულებული. 2012 წლიდან მოყოლებული, 2016 წლის ჩათვლით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით არაერთი კვლევა ჩატარდა. აქედან ოთხი კვლევა, მათ შორის ძალიან ცნობილი საკონსულტაციო კომპანიების, ადასტურებდნენ პორტის კომერციულ მომგებიანობას და იმას, რაც სტატისტიკურადაც დასტურდება, რომ კონტეინერების ნაკადი საქართველოში განუხრელად იზრდება .ეს ფაქტია და წლებმა დაადასტურეა ამ კვლევების სიზუსტე,“-აცხადებს ნათია თურნავა.

მისივე თქმით, თავად მონაწილეობდა კვლევაში, რომლიც ღრმაწყლოვნაი პორტის ლოკაციის შერჩევას უკავშირდებოდა.

„მე უშუალოდ ვმონაწილეობდი, 2015-2016 წელს სხვადასხვა ალტერნატიული ლოკაციების შედარების კვლევაში, როდესაც ჯერ კიდევ იყო მსჯელობა, სად ჯობია ღრმაწყლოვნი პორტის აშენება. ანუ ეჭვგარეშე იყო, რომ ღრმაწყლოვანი პორტი სჭირდება საქართველოს, ეჭვგარეშე იყო არა მარტო სტრატეგიული, უსაფრთხოების და ეკონომიკური თემებიდან გამომდინარე, არამედ ტვირთი არსებობდა და პროგნოზი იყო დადებითი, რაც გამართლდა, მაგრამ დამატებით დასაბუთება დაგვჭირდა, არის თუ არა ანაკლია საუკეთესო მდებარეობა. მაშინ ჩვენ ავიყვანეთ იაპონელი კონსულტანტები, რომლებიც ჩამოვიდნენ და შავი ზღვის აკვატორიაში ათამდე სხვადასხვა ლოკაცია მოიკვლიეს და ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად, სხვადასხვა ტექნიკური მახასიათებლით მიჩნეული იყო ანაკლია,“-განაცხადა ნათია თურნავამ.

როგორც ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა„პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, მან თავისი მინისტრობის პირველივე დღიდან მოსთხოვა მთავრობას და სამინისტროს ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ეკონომიკურად დასაბუთებული ანალიზი, თუმცა მისივე თქმით, „ასეთი ანალიზი არ არსებობდა“.

ზურაბ ბატიაშვილი - სირიაში შექმნილი სიტუაციიდან ყველაზე მოგებულ პოზიციაში რუსეთი აღმოჩნდა, რაც ცუდი სიგნალია პროდასავლური ქვეყნებისა და ძალებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2019
ნანა ჩაჩუა - ისეთ ცნებებთან და გრძნობებთან, როგორიცაა  სამშობლო და ღმერთი, პოლიტიკოსები ჯამბაზობენ და ამ მგრძნობიარე ინსტრუმენტებით ჯამბაზებივით ცდილობენ მანიპულირებას
ლუდი „სტაროპრამენის“ სიურპრიზები სმეგ მაცივრის გათამაშებით გრძელდება