ბორის ჯონსონი ბრიტანეთის   პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარეობის და შესაბამისად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთა კენჭისყრის მეორე რაუნდში გაიმარჯვა.

დღევანდელ კენჭისყრაში ექვსი კანდიდატი მონაწილეობდა, რომლებმაც პირველი რაუნდი გადალახეს. საარჩევნო მარათონში დასარჩენად აუცილებელია კონსერვატორი დეპუტატების 33 ხმის მიღება.

ბორის ჯონსონმა მეორე ტურში 313 დეპუტატიდან 126-ის ხმა მიიღო. მეორე ადგილზეა საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანთი 46 ხმით, მესამეზე - გარემოს დაცვის მინისტრი მაიკლ გოუვი - 41 ხმით. პარტიის თავმჯდომარეობისთვის იბრძვიან, ასევე, მინისტრი საერთაშორისო განვითარების საკითხებში რორი სტიუარტი 37 ხმით და შინაგან საქმეთა მინისტრი საჯიდ ჯავიდი 33 ხმით. კენჭისყრის შედეგად, „ბრექსითის“ საკითხებში ყოფილმა მინისტრმა დომინიკ რააბმა 30 ხმა დააგროვა.

მომდევნო რაუნდები დაგეგმილია ოთხშაბათსა და ხუთშაბათს, ხოლო ფინალისტებიდან თავმჯდომარეს მთელი ბრიტანეთის მასშტაბით, კონსერვატიული პარტიის 160 ათასი წევრი აირჩევს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა