ლეონიდ ჩერნოვეცკი უკრაინაში აშშ-ის საქმეთა დროებითი წარმომადგენლის თანამდებობაზე უილიამ ტეილორის დანიშვნას მიესალმება

ლეონიდ ჩერნოვეცკი უკრაინაში აშშ-ის საქმეთა დროებითი წარმომადგენლის თანამდებობაზე უილიამ ტეილორის დანიშვნას მიესალმება. ამასთან დაკავშირებით, კიევის ყოფილი მერი, საქართველოს მოქალაქე, საქველმოქმედო ფონდის დამაარსებელი ლეონიდ ჩერნოვეცკი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერილს აქვეყნებს, რომელშიც იგი უილიამ ტეილორის დანიშვნას მიესალმება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჩერნოვეცკის ფონდიდან აცნობეს.

ფეისბუქ პოსტში ლეონიდ ჩერნოვეცკი იმედოვნებს, რომ ქვეყნებს შორის მეგობრობა გაღრმავდება.

„კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება უკრაინაში აშშ-ის საქმეთა დროებითი წარმომადგენლის თანამდებობაზე! მსურს, გისურვოთ, თანამდებობაზე ყოფნისას, მიაღწიოთ პოლიტიკისა და ეკონომიკის სფეროებში უკრაინისა და თქვენი დიადი სახელმწიფოს - ამერიკის შეერთებული შტატების მეტად დაახლოვებას და განსაკუთრებით წარმატებას სამარცხვინო კორუფციის სრული აღმოფხვრის მიმართულებით, რომელიც აღარიბებს და დიდ ტანჯვას აყენებს უკრაინელ ხალხს!

მოხდა ისე, რომ უკრაინაში, ელჩის თანამდებობაზე თქვენი წინა დანიშვნის პერიოდი, ჩემს კიევის მერად არჩევის პერიოდს ზუსტად დაემთხვა. მე კარგად მახსოვს ჩვენი შეხვედრები, თქვენი პატრიოტიზმი და უკრაინის მიმართ სიყვარული.

თქვენთან კონტაქტმა გაამდიდრა ჩემი წარმოდგენა ნამდვილი სახალხო დემოკრატიის შესახებ და მომცა იმედი, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა გაღრმავდება.

მახსოვს თქვენი წმინდად ადამიანური თვისებებიც: მორიდებულობა, სიკეთე და წესიერება და რაც მთავარია - რამდენი იშრომეთ, პირადად თქვენ, იმისათვის, რომ უკრაინაში კანონისა და ადამიანის უფლებების მიმართ პატივისცემა გამეფებულიყოს!

გულწრფელად გისურვებთ წარმატებას ყველაფერში, რასაც აკეთებთ!“ - წერს ლეონიდ ჩერნოვეცკი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო