თბილისის მერია უკვე დასრულებულ, თუმცა ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებზე ამნისტიას აცხადებს

თბილისის მერია უკვე დასრულებულ თუმცა ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებზე ამნისტიას აცხადებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ამნისტია იმ საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში განხორციელდება, რომელიც უკანონო მშენებლობებსა და სამშენებლო დარღვევებს ეხება. კალაძის თქმით, შენობა-ნაგებობას, რომელსაც შეიძლება ამნისტია შეეხოს, გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს.

თბილისის მერის თქმით, დედაქალაქში დაახლოებით 600 ობიექტია, რომელიც დასრულებულია, თუმცა ექსპლუატაციაში არ არის მიღებული.

„საკანონმდებლო პაკეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია დასრულებული და ექსპლუატაციაში მიუღებელი საცხოვრებელი სახლების საკითხი. ჩვენდა სამწუხაროდ, ასეთი შენობა-ნაგებობები ძალიან ბევრია ქალაქში და ამ შენობა-ნაგებობებში, ჩვეულებრივად, წლების განმავლობაში ცხოვრობენ ადამიანები. 600-ზე მეტი ობიექტია ასეთი, რომელიც დასრულებულია, მაგრამ ექსპლუატაციაში არაა მიღებული. შესაბამისად, ეს სერიზულ პრობლემას წარმოადგენს, პირველ რიგში იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, ვინც ამ კონკრეტულ შენობა-ნაგებობაში ფლობს ფართებს, რადგან ამ საცხოვრებელი ფართების ფასი, საბაზრო ფასთან შედარებით ძალიან დაბალია და ვერ იყენებს ვერაფერში. მაგალითად, კრედიტის ასაღებად თუ ესაჭიროება ბინის ჩადება, არც ერთი ბანკი ასეთ საცხოვრებელ ფართს, რომელიც ექსპლუატაციაში არაა მიღებული არ ჩადებს. შესაბამისად, ასეთი შენობა-ნაგებობების და იმ დარღვევების გამოსწორება არის შეუძლებელი ფიზიკურად. ამიტომ ჩვენ ვაკეთებთ ამნისტიას და გვინდა მივიღოთ ეს შენობა-ნაგებობები ექსპლუატაციაში, თუმცა სამომავლოდ ანალოგიური დარღვევები იქნება სისხლის სამართლის დანაშაული. ამნისტია არ შეეხება ისეთ დარღვევებს, რომელიც დაკავშირებულია უსაფრთხოებასა და ქალაქის ვიზუალურ სტანდართან, მაგრამ იგი შეეხება ისეთ დარღვევებს, რომელთა გამოსწორებაც უკვე შეუძლებელია. ამნისტია შეეხება სამშენებლო დარღვევებს, 2019 წლის 16 მაისის მდგომარეობით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მომავალ კვირაში შედგება პრეზენტაცია და საზოგადოებას დეტალურად წარედგინება ინფორმაცია, თუ ვის შეეხება ამნისტია.

იხილეთ ვიდეო: თბილისის მერია უკვე დასრულებულ, თუმცა ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებზე ამნისტიას აცხადებს

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს