ქუთაისში, ერთი წლის წინ რეაბილიტირებულ "თეთრ ხიდზე" მინა კვლავ დაზიანდა

ქუთაისში, ერთი წლის წინ რეაბილიტირებულ "თეთრ ხიდზე" მინა კვლავ დაზიანდა. ხიდზე ერთ-ერთი პანორამული მინა მთლიანად დაბზარულია. ამ დროისთვის ადგილზე გამაფრთხილებელი ნიშანი არაა განთავსებული.

მერიის ინფორმაციით, საქმე შესასწავლად პოლიციას გადაეცა.

ხიდზე მინა რეაბილიტაციის შემდეგ წელს მეორედ დაიბზარა. პირველ ჯერზე მერიის ინფორმაციით, მინა ბავშვებმა დააზიანეს.

„თეთრ ხიდზე“ სარეაბილიტაციო სამუშაოები გასულ წელს ჩატარდა. სამუშაოებზე დაახლოებით 400 000 ლარი დაიხარჯა. არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოების გამო, მერიამ კომპანია დააჯარიმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო