გალაკტიონის ხიდიდან ლაგუნა ვერემდე გზის საფარი შეიცვლება

თბილისის მერია გალაკტიონის ხიდიდან ლაგუნა ვერეს ტერიტორიამდე გზის საფარის შეცვლას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 900 ათასი ლარი იქნება.

„თქვენ იცით, რომ ძალიან ბევრ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვაკეთებთ ქალაქში სხვადასხვა რაიონებსა და უბნებში. ხვალ საღამოს უკვე ვიწყებთ კიდევ ერთ მონაკვეთზე, სანაპიროზე, ლაგუნას მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაოებს. კონკრეტულად კი, გალაქტიონის ხიდიდან, ყოფილი სასწრაფოების შენობიდან, ლაგუნა ვერეს არსებულ პანდუსამდე გვინდა გზის საფარის მოწესრიგება. სამუშაოები იქნება იმ ტიპის რომ პირველ რიგში მოხდება გზის მოფრეზვა, ღამის საათებში იქნება სამუშაოები, ვინაიდან ვიცით რომ დღე ძალიან ბევრი ავტომობილი გადაადგილდება ამ ტერიტორიაზე. რადგან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, არ გვინდა კიდევ რაღაც შეყოვნება და პრობლემები შევუქმნათ ავტომობილის მძღოლებს. ამიტომ ღამის საათებში იქნება სამუშაოები, ათი დღე დასჭირდება ამ სამუშაოების ჩატარებას. დაახლოებით 900 ათასი ლარია ამ პროექტის ღირებულება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო