გიორგი მშვენიერაძე - გახარიას განცხადებით, შსს-ს ფუნქციაა, გამოხატვის თავისუფლებასა და სტაბილურობას შორის ბალანსის პოვნა, რაც ამ უწყების ფუნქცია არ არის

შსს-ს, მიუხედავად იმისა, რა განცხადებას გააკეთებს, პირველ რიგში კონსტიტუცია აკისრებს ვალდებულებას, რომ დაიცვას მშვიდობიანი მოქალაქეები და მათი გამოხატვის თავისუფლება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელმა გიორგი მშვენიერაძემ „თბილისი პრაიდის“ ჩატარების შეფასებისას განუცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შსს-მ მანამდე გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ არსებობდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები, უწყება ვალდებულია საქართველოს კანონდებლობით უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება და ამასთან აღკვეთოს ყველანაირი ძალადობა, რომელიც ხელს უშლის ამ უფლების რეალიზებას.

„შსს-ს, მიუხედავად იმისა, რა განცხადებას გააკეთებს, საქართველოს კანონმდებლობა და პირველ რიგში კონსტიტუცია აკისრებს ვალდებულებას, რომ დაიცვას მშვიდობიანი მოქალაქეები და მათი გამოხატვის თავისუფლება. გიორგი გახარიას განცხადება იყო, რომ შსს-ს ფუნქციაა, გამოხატვის თავისუფლებასა და სტაბილურობასა და უსაფრთხოებას შორის ბალანსის პოვნა. არავითარი ასეთი ბალანსის პოვნა არ არის შსს-ს ფუნქცია. მისი ფუნქციაა მშვიდობიანი აქციის მონაწილეების და მათი გამოხატვის თავისუფლების დაცვა. თუკი იქნებიან მოძალადეები, რომლებიც ხელს შეუშლიან მათ ამ უფლებით სარგებლობაში, არის სისხლის სამართლის კოდექსში გათვალისწინებული დანაშაული - შეკრება-მანიფესტაციების ხელშეშლა და ყველა ადამიანი უნდა მიეცეს პასუხისგებაში, ვინც ამ დანაშაულს ჩაიდენს, ხოლო იმ კონკრეტულ შემთხვევაში არსებული ძალადობრივი აქტები უნდა აღკვეთოს“, - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

მისივე თქმით, თუ რამის გათვალისწინებაზე მიდგება საქმე, პირველ რიგში აგრესიულმა ჯგუფებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ კონსტიტუციის თანახმად, ყველა ადამიანი თანასწორია და თუკი ამ პრინციპზე ვინმე ვერ თანხმდება და ამას ძალადობით გამოხატავს, პასუხს კანონის ძალით აგებს.

„რასაც დღემდე ვისმენთ, შეკრება, რომლის ჩატარებასაც აპირებს პრაიდი, არის აბსოლუტურად კანონიერი და მშვიდობიანი, თუმცა გვესმის კონტრაქციის მონაწილეების მუქარა, რომ ისინი გამოიყენებენ ძალას და არ დაუშვებენ მშვიდობიანი შეკრების ჩატარებას. ამიტომ თუკი ვინმემ უნდა გაითვალისწინოს რაიმე, პირველ რიგში არიან ის ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ სიტუაციის რადიკალიზებას და ცდილობენ ძალადობრივი გზით ხელშეშლას მშვიდობიანი აქციის, რომ მათი ეს ქმედება იქნება კანონს მიღმა, იქნება სისხლის სამართლის დანაშაული და იქნება ძალიან დამაზიანებელი ჩვენი სახელმწიფოსთვის. ჩვენ გვაქვს სახელმწიფო, სადაც ყველა ადამიანი, მათ შორის განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა არის და უნდა იყოს თანასწორი. თუკი ამ პრინციპზე ვერ თანხმდება ქვეყანაში გარკვეული ჯგუფი და ამ არ შეთანხმებას გამოხატავს ძალადობით, მან პასუხი უნდა აგოს კანონით, თუკი ძალადობას ექნება ადგილი“, - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

17 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს, პრაიდის ჩატარებაზე უარი უთხრა. აღნიშნული ინფორმაცია სახალხო დამცველმა გაავრცელა. შსს მიზეზად უსაფრთხოების რისკებს ასახელებდა. ამის მიხედავად, ორგანიზატორებმა 18 ივნისს განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნული იყო, რომ „თბილისი პრაიდი“ ჩატარდებოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა