დიმიტრი ცქიტიშვილი - სამშენებლო მიმართულებით ცვლილებები იმ კომპანიის ინტერესს მოემსახურება, ვინც სტანდარტებს დაიცავს,  დანარჩენისთვის, შეიძლება გაკოტრების საფუძველიც გახდეს

„ქართული ოცნების“ დეპუტატის დიმიტრი ცქიტიშვილის აზრით, სამშენებლო მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები იქნება სტიმული, რომ ქალაქის განაშენიანება სწორად წარიმართოს, არ იყოს ქაოტური და იყოს უფრო ორგანიზებული.

როგორც ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ მხრივ თბილისს ყველა იმ ქალაქმა უნდა მიბაძოს, სადაც ინტენსიური მშენებლობები მიმდინარეობს.

„იმისთვის, რომ არ მოხდეს გარკვეული მანიპულაციები და დარღვევები, მნიშვნელოვანია სანქციების გამკაცრებაც. ეს უკავშირდება როგორც ვიზუალურ მხარეს, ასევე უსაფრთხოებასა და ადამიანის დაცულობას. თითოეული არალეგალური მშენებლობა არის საფრთხე ადამიანებისთვის და ქალაქისთვის. ჩვენ გვჭირდება მკაცრი სამშენებლო რეგულაციები იმისთვის, რომ ქალაქში იყოს სწორი სამშენებლო პროცესი. რა თქმა უნდა, ქალაქი უნდა შენდებოდეს, მაგრამ ეს ჰარმონიაში უნდა მოდიოდეს ლანდშაფტთან და გარემოსთან, რაც ამ ქალაქშია“, - განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ცქიტრიშვილმა.

დეპუტატმა აქვე აღნიშნა, რომ სამშენებლო მიმართულებით კანონში დაგეგმილი ცვლილებები ყველა იმ კომპანიის ინტერესს მოემსახურება, ვინც დადგენილ სტანდარტებს და რეგულაციებს დაიცავს, დანარჩენისთვის კი, შეიძლება გაკოტრების საფუძველიც გახდეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს