28 ივნისს, დილიჟანში, საქართველო-სომხეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება

28 ივნისს, ქალაქ დილიჟანში (სომხეთის რესპუბლიკა), სომხეთის ცენტრალური ბანკის დილიჟანის ტრენინგებისა და კვლევების ცენტრში საქართველო-სომხეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, საქართველოს მხრიდან ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა. სომხეთის მხრიდან კი ვიცე-პრემიერი ტიგრან ავინიანი და ეკონომიკის მინისტრი ტიგრან ხაჩატურიანი.

ფორუმის დროს ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ სომხური კომპანიების წარმომადგენლებს, მოიძიონ პარტნიორები და დაამყარონ ბიზნეს კავშირები შემდგომი თანამშრომლობის გასავითარებლად.

ფორუმის ორგანიზატორები არიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრო და სავაჭრო-სამრეწველო პალატა.

„ფორუმში მონაწილეობის მსურველებმა ქ. დილიჟანში გამგზავრებისათვის ქვემოთ მოცემული შემოთავაზებებიდან უნდა აირჩიონ ერთ-ერთი:

თბილისიდან გამგზავრება პირდაპირ ქ. დილიჟანში ავტობუსით და იმავე დღეს უკან დაბრუნება. გასვლა დილის 05:00 საათზე (თბილისსა და დილიჟანს შორის მანძილი შეადგენს დაახლოებით 192 კილომეტრს, 4 სთ; ამ ვარიანტის არჩევის შემთხვევაში, ტრანსპორტირება იქნება უზრუნველყოფილი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ).

ქართული კომპანიებისთვის დილიჟანში ჩასვლა ერევნიდან და უკან ერევანში დაბრუნება უზრუნველყოფილი იქნება სომხური მხარის მიერ (ერევანსა და დილიჟანს შორის მანძილი შეადგენს დაახლოებით 95 კილომეტრს, 1 სთ 30 წუთი). შენიშვნა: ამ ვარიანტის არჩევის შემთხვევაში, თბილისიდან ერევანში მგზავრობის ხარჯებს დაფარავენ კომპანიები.

დამოუკიდებლად გამგზავრება,“ - ნათქვამია სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო