ზაქარია ქუცნაშვილი - მართლმადიდებლობის ასამბლეაზე ტრიბუნა გამოყენებული იქნება იმისათვის, რომ მართლმადიდებლურ სამყაროს გავაგებინოთ, რა დანაშაული ჩაიდინა რუსეთმა

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, თბილისში დაგეგმილი ღინისძიების ტრიბუნა გამოყენებული იქნება იმისათვის, რომ საქართველომ მართლმადიდებლურ სამყაროს გააგებინოს, რა დანაშაული ჩაიდინა რუსეთმა საქართველოსთან მიმართებაში 2008 წელსა და 90-იან წლებში.

„საქართველო ცდილობს საერთაშორისო ასპარეზი გამოიყენოს იმისთვის, რომ ჩვენი მხარდამჭერთა რაოდენობა გააძლიეროს და შეამციროს რისკები აღიარების პოლიტიკასთან მიმართებაში. ასამბლეა 4 კონტინენტზეა განფენილი, სადაც რუსები აქტიურობენ და უნდათ, მიიმხრონ ქვეყნები ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების პოლიტიკის ნაწილში. ამიტომ, ჩვენ ვმუშაობთ ამ ქვეყნებთან და ვიცავთ არაღიარების პოლიტიკას. ეს არის ერთი მთავარი სარგებელი. მეორე, გავაგებინოთ მართლმადიდებლურ სამყაროს, რა დანაშაული ჩაიდინა ამ მართლმადიდებელმა ქვეყანამ ჩვენს წინააღმდეგ 2008 წელს და 90-იან წლებში“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამასთან, დეპუტატის თქმით, თბილისში დაგეგმილი სხდომა არის მატერიალური სარგებლის შემომტანიც.

“ყველა ქვეყანა იბრძვის, რომ მისი სამშობლო იქცეს მართლმადიდებლური სამყაროს დედაქალაქად, ისე როგორც მთელი სპორტული სამყარო იბრძვის ხოლმე იმისთვის, რომ მისი სამშობლო იქცეს ოლიმპიადის დედაქალაქად“, - აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.

19-22 ივნისს საქართველო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) 26-ე გენერალურ ასამბლეის სესიას მასპინძლობს. ღონისძიების ფარგლებში თბილისს 25-მდე ქვეყნის დელეგაციის 100-მდე მონაწილე ეწვევა. მათ შორის არიან რუსი დეპუტატები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო