ლევან ვასაძე - ჩემი ერთადერთი ოცნებაა, მონასტერში წავიდე და ის ჭრილობები მოვიშუშო, რომელიც ამ ბრძოლის დროს მივიღე

15 წელია ხომ მდებთ ბრალს, რომ ამას ყველაფერს ვაკეთებ ფარული ინტერესებისთვის, სწორედ მაგიტომაც არ შევდივარ პოლიტიკაში, რომ დაგიდასტუროთ, ეს ასე არაა,“ - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ჟურნალისტებს ვერის ბაღში განუცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე პროცესები რომ დასრულდება, ის მონასტერში წასვლას და „ჭრილობების მოშუშებას“ აპირებს.

„მე არავითარი ინტერესი არ მამოძრავებს არც რუსეთში, არც ევროპაში, არც ამერიკაში, გარდა ჩემი ქვეყნის ინტერესებისა. 15 წელია ხომ მდებთ ბრალს, რომ ამას ყველაფერს ვაკეთებ ფარული ინტერესებისთვის, სწორედ მაგიტომაც არ შევდივარ პოლიტიკაში, რომ დაგიდასტუროთ, ეს ასე არაა. ასევე იმიტომ, რომ ჩემს ცოლ-შვილს ეს ჯვრად უნდა დაედოს, რადგან ტანჯვა-წამებაა ის, რაც ჩვენ ამ დღეებში გამოვიარეთ. ეს ყველაფერი რომ დამთავრდება, მე თუ ცოცხალი ვიქნები, ჩემი ერთადერთი ოცნებაა, ერთ-ერთ ჩემს საყვარელ ქართულ მონასტერში წავიდე და ის ჭრილობები მოვიშუშო, რომელიც ამ ბრძოლის დროს მივიღე,“ - განაცხადა ლევან ვასაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა