„თავისუფალი საქართველო“ - ლიბერალური ძალები დასავლური ფასეულობების დისკრედიტაციას ეწევიან

პარტია „თავისუფალი საქართველო“ ეხმაურება ბოლო პერიოდში „თბილისი პრაიდის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. პარტიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლიბერალური ძალები დასავლური ფასეულობების დისკრედიტაციას ეწევიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს.

“მიგვაჩნია, რომ ბოლო წლებში ზოგადად ამ თემის გარშემო წამოწყებული პოლიტიკური დისკუსია და მისი შედეგები არ არის მხოლოდ ერთი მცირე ჯგუფის მიერ „გრანტების ჭამა“, როგორც მას ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი აღიქვამს.

სრულიად აშკარაა, რომ ამ აღლუმებით და სხვა მსგავსი აქციით მიზანმიმართულად ხდება ჩვენი საზოგადოების შიგნით პოლიტიკური პოლარიზაცია, ძალადობის პროვოცირება და დესტაბილიზაცია, რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ არ არის გამორიცხული, ზ/ა ჯგუფები იყენებდნენ ლგბტ თემატიკას ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგის შესაცვლელად.

მიუხედავად იმისა, რომ ე.წ „ლიბერალური ძალები“ თავს დებენ პროდასავლურობაზე და რომის პაპზე მეტ კათოლიკობას იჩემებენ, სრულიად აშკარა და უდავო ფაქტია, რომ სწორედ მათი საქმიანობის შედეგად საქართველოში ხდება დასავლეთის ფასეულობების დისკრედიტაცია”, - აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებაში ნათქვამია, რომ „სრულიად არაადეკვატურია, ვირწმუნოთ თითქოს ზ/ა ძალები ადამიანის უფლებების, მათ შორის სექსუალური უმცირესობების დაცვით არიან დაკავებული“.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ე.წ „ლიბერალური ძალები“ ბოკერიას, ჩერგოლეიშვილის და სხვათა ხელმძღვანელობით, სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებიც წლების მანძილზე საქართველოში ხელმძღვანელობდნენ სისხლიან ტერორს, რეპრესიებს, მშვიდობიანი მანიფესტაციების დარბევას, ადამიანების ფიზიკურ ლიკვიდაციას, მასობრივ დაპატიმრებებს, დამოუკიდებელი ტელევიზიების დარბევას, მათი მაუწყებლობის შეწყვეტას და ა.შ. სწორედ ამიტომაც არ გვჯერა, თითქოს ისინი ადამიანის უფლებებით იყვნენ შეწუხებული. ამ ძალების უმთავრესი ამოცანაა, გამოიყენონ ლგბტ თემატიკა საქართველოზე, ქართულ სახელმწიფოზე და ქართველ ერზე საკუთარი პოლიტიკური დიქტატის დასამყარებლად.

რაც შეეხება რუსეთის შესაძლო ჩარევას და ინტერესს განვითარებულ მოვლენებში, თუ მართლაც მოსკოვი მიზნად ისახავს საქართველოში საკუთარი მხარდამჭერების პოპულარიზაციას და გაძლიერებას ლგბტ აქტივისტების წინააღმდეგ ბრძოლის გზით, მაშინ სრულიად აშკარაა, რომ როგორც პარტია „ევროპული საქართველო“, ასევე ლიბერალური ტელევიზიებიც ამ დღის წესრიგისა და გეგმის შემადგენელი ნაწილი არიან“, - აღნიშნულია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო