„ალდაგი“ - მაღაზიათა ქსელ კომფორტერში ავეჯის ყიდვას ხანძრის დაზღვევა დაემატა

მაღაზიათა ქსელ კომფორტერში ავეჯის ყიდვას სარგებელი დაემატა - ალდაგის ხანძრის დაზღვევა. ინფორმაციას „ალდაგი“ ავრცელებს.

„ხანძრის დაზღვევა პროდუქტია, რომელიც დაიცავს ქონებას იმ შემთხვევაში, თუ მოულოდნელად ცეცხლი გაჩნდა და ბინა/სახლი ან აგარაკი მთლიანად ან ნაწილობრივ დაზიანდა. ანაზღაურების ლიმიტი 50 000 ლარია, რაც კომფორტერის მომხმარებლისთვის უფასოა და არანაირი დანახარჯი არ აქვს.

კომფორტერი მომხმარებელს მაღალი ხარისხის ავეჯს სთავაზობს ორ მისამართზე: ალ ყაზბეგის #12 და მარშალ გელოვანის #52, სადაც წარმოდგენილია 12 ბრენდის მუდმივად განახლებადი 10,000 მდე სახეობის პროდუქცია, კერძოდ, რბილი ავეჯი, მისაღები ოთახის ავეჯი, საძინებლისა და აბაზანის ავეჯი, ოფისის ავეჯი. კომფორტერი ორიენტირებულია დეტალებზე, რაც თქვენს ინტერიერს განსაკუთრებულს გახდის, თანაც გექნებათ გარანტია, რომ თქვენი ან სხვისი მიზეზით მოულოდნელად გაჩენილი ხანძრისგან ალდაგი დაგაზღვევთ.

„ალდაგის“ ხანძრის დაზღვევა მოიცავს სახლის შიდა მოპირკეთებას, იგივე რემონტს; საყოფაცხოვრებო მოწყობილობებს (მაგალითად, გათბობის სისტემა) და ბინის შიგთავსს ანუ ავეჯსა და ტექნიკას. ხანძრის დაზღვევა დაგაზღვევთ ნებისმიერი მიზეზით გაჩენილი ხანძრისგან, იქნება ეს უბრალოდ ცეცხლი, ბუნებრივი მოვლენებით გამოწვეული ხანძარი თუ აფეთქება.

ხანძრის დაზღვევა „ალდაგის“ ახალი პროდუქტია, რომლის შეძენა მინიმალურ ფასად ონლაინ შეიძლება და ამისთვის მხოლოდ 2 წუთია საჭირო. ის რელევანტურია ყველასთვის, ვინც ფლობს ქონებას და სურს, რომ ეს ქონება იყოს დაზღვეული ხანძრისგან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა