ლევან ვასაძე - შეადარეთ დუგინის განცხადებები 2015 წლამდე და მის შემდეგ, თვითონ გააკეთეთ დასკვნა, შევძელი თუ არა ერთმა პატრიოტმა კაცმა ამ კონსერვატორი ფილოსოფოსის შემოტრიალება

შეადარეთ ალექსანდრ დუგინის განცხადებები 2015 წლამდე და მის შემდეგ. თქვენ თვითონ გააკეთეთ დასკვნა, შევძელი თუ არა ერთმა პატრიოტმა კაცმა ამ კონსერვატორი ფილოსოფოსის შემოტრიალება,“ - ასე უპასუხა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ჟურნალისტების კითხვას მისი ალექსანდრ დუგინთან კავშირების შესახებ.

ვასაძის განმარტებით, მან დუგინი მხოლოდ იმ მიზნით გაიცნო, რათა მისთვის აეხსნა, რომ რუსეთის ინტერესი არა დანაწევრებული, არამედ ერთიანი საქართველოა.

„მე ეგ კაცი გავიცანი, რათა მისთვის, როგორც მთავარი რუსი კონსერვატორისთვის, ამეხსნა, რომ რუსეთის ინტერესებში არის არა დანაწევრებული და მტრული, არამედ მეგობრული და ერთიანი საქართველო. ჩვენი გაცნობა მოხდა 2015 წელს. შეგიძლიათ, აიღოთ კადრები და ნახოთ, რას ლაპარაკობს დუგინი საქართველოზე 2015 წლამდე და რას ლაპარაკობს 2015 წლის შემდეგ. შეადარეთ და თქვენ თვითონ შეგიძლიათ გააკეთოთ დასკვნა, შევძელი თუ არა ერთმა ქართველმა პატრიოტმა ამ ყველაზე ნაციონალურად განწყობილი რუსი კონსერვატორი ფილოსოფოსის შემოტრიალება. მე ეს გავაკეთე ერთადერთი მიზნით: ჩავთვალე, რომ თუ რუსი კონსერვატორების ფლანგს უკიდურესი მარჯვენა მხრიდან შემოვუვლი, მათ მთავარ რუპორს მოვთოკავ, დავუმეგობრებ საქართველოს და ავუხსნი, რომ ეს არის სწორი, მაშინ ის კაცი იძლევა რუსეთში პატრიოტიზმის ვალიდაციას. დუგინის ბოლო განცხადებების შემდეგ ვინც არ ეთანხმება მას, მან უნდა აჯობოს დუგინს პატრიოტიზმში. ამით გავაკეთე მე ის, რასაც ამდენი წლის განმავლობაში უნდა აკეთებდეს მთელი საგარეო საქმეთა სამინისტრო და მთელი ქართული პოლიტიკა. მე მიმაჩნია, რომ მავთულხლართებთან მიდგომას, ჩახდას და ოკუპანტისთვის უკანალის ჩვენებას, რაც ჩვენი ერის სირცხვილია, უნდა ვმუშაობდეთ ასე. მე ამას ვაკეთებ პირადი საფრთხის ხარჯზე,“ - განაცხადა ლევან ვასაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა