სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან აქციის მონაწილეები საქართველოში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას აპროტესტებენ

სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან საპროტესტო აქცია იმართება. აქციის მონაწილეები საქართველოში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას აპროტესტებენ, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის 26-ე სესიას ესწრება.

მათი თქმით, სერგეი გავრილოვი რუსეთის დუმის დეპუტატია და ის იბრძოდა ქართველების წინააღმდეგ აფხაზეთის ომში. ამასთან, აქციის მონაწილეების თქმით, რუსი დეპუტატის ინიცირებული კანონპროექტით 2011 წელს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეჟიმებს დიდი დახმარება გაეწიათ. აქციის მონაწილეების თქმით, ეს ადამიანი პუტინის იდეოლოგიური მოკავშირეა და არ უნდა ჩამოდიოდეს საქართველოში.

შეგახსენებთ, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის 26-ე სესია სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო: "მოღალატეებო, ნაძირლებო, მონებო, თქვენი დედაც...!" - ხმაური და შეძახილები აქციაზე, სადაც რუსი დეპუტატის ჩამოსვლას აპროტესტებენ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო