„თბილისი პრაიდის“ ოფისთან ლევან ვასაძის თანამოაზრეებისა და სასულიერო პირების გამაფრთხილებელი აქცია დასრულდა

„თბილისი პრაიდის“ ოფისთან ლევან ვასაძის თანამოაზრეებისა და სასულიერო პირების გამაფრთხილებელი აქცია დასრულდა. მათ ნინო რამიშვილის ქუჩა, სადაც პრაიდის ორგანიზატორთა ოფისი მდებარეობს, რამდენიმე წუთის წინ დატოვეს.

აქციის მონაწილეებმა ვერის ბაღში გადაინაცვლეს, რის შემდეგაც დაიშლებიან.

აქცის მონაწილეებს დაშლისკენ მამა დავით ისაკაძემ მოუწოდა. მან ასევე აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ კომუნიკაცია არ ჰქონდეთ მედიის წარმომადგენლებთან, რადგან მისი თქმით, ჟურნალისტები საზოგადოებაში არსებულ ჯანსაღ პოზიციას არასწორად ავრცელებენ.

აქციაზე მყოფი რამდენიმე მოქალაქე ზოგიერთი მედიასაშუალების მისამართი აგრესიულად იქცეოდა.

იხილეთ ვიდეო: "თბილისი პრაიდის" ოფისთან ლევან ვასაძის თანამოაზრეებისა და სასულიერო პირების გამაფრთხილებელი აქცია დასრულდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო