ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსთან საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. სააკაძის მოედანთან პოლიციის რამდენიმე ავტომობილი და სამართალდამცავები იმყოფებოდნენ, თუმცა მათმა უმეტესმა ნაწილმა მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვა.

"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, რატომ იყვნენ შეკრებილები, პოლიციელებმა განაცხადეს, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ ასევე განუცხადეს, რომ საპატრულო პოლიცია სააკაძის მოედანზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით იმყოფებოდა. უწყებაში მიზეზი არ დაუკონკრეტებიათ.

ამჟამად მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის მხოლოდ სამი ავტომობილი რჩება.

იხილეთ ვიდეო: ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსთან საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს