რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი - არანაირი დისკომფორტი არ მაქვს, ძალიან ბედნიერი ვარ, საქართველო ჩემი სამშობლოა

არანაირი დისკომფორტი არ მაქვს, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემს სამშობლოში ვარ - ამის შესახებ რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა ჟურნალისტებს განუცხადა. გავრილოვი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში მიმდინარე მიღებაზე იმყოფება, რომელიც სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში მიმდინარეობს.

კითხვაზე, უქმნის თუ არა მას იმ ქვეყანაში ყოფნა დისკომფორტს, რომლის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, გავრილოვმა განაცხადა, რომ მას არანაირი დისკომფორტი არ აქვს.

"არანაირი დისკომფორტი. ძალიან ბედნიერი ვარ. საქართველო ჩემი სამშობლოა", - განაცხადა გავრილოვმა.

ამასთან, სასახლესთან აქცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეები საქართველოში გავრილოვის ჩამოსვლას აპროტესტებენ.

იხილეთ ვიდეო: არანაირი დისკომფორტი არ მაქვს, ძალიან ბედნიერი ვარ, საქართველო ჩემი სამშობლოა - სერგეი გავრილოვი

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს