სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან დეპუტატ კობა ლურსმანაშვილს აქციის მონაწილეები შეძახილებით შეხვდნენ

მინდა თვალებში ჩავხედო მათ და ვკითხო. რა ამოძრავებთ, თუნდაც ასეთ ფორუმზე როცა მოდიან. მათი პოზიცია ჩემთვისაც ისევეა საინტერესო, როგორც თქვენთვის, - განაცხადა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის 26-ე სესიაზე მისულმა დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა, რომელსაც საპროტესტო აქციის მონაწილეები შეძახილებით შეხვდნენ.

აქციის მონაწილეების დასმულ კითხვაზე, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი, დეპუტატმა განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპანტია.

"მინდა მოვთხოვო მას, უკან წაიღოს იმდროინდელი აღიარება, რომელიც არის აბსოლიტურად მიუღებელი ჩემთვის. მე ვიყავი პირველი, ვინც უარი განაცხადა, რომ ემსახურა რუსეთის ჯარებში", - აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა.

შეგახსენებთ, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის 26-ე სესია სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში მიმდინარეობს. პარალელურად კი, მიმდებარე ტერიტორიასთან საპროტესტო აქცია იმართება, სადაც საქართველოში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლას აპროტესტებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა