ბიძის მიერ მოკლული 13 წლის ძმისშვილის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ ფსიქიატრ თამარ ალადაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

რუსთავში, ბიძის მიერ მოკლული 13 წლის ძმისშვილის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ ექიმ-ფსიქიატრ თამარ ალადაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. როგორც დაკავებულის ადვოკატმა დავით დადიანმა განაცხადა, მას ბრალი სსკ-ის 220-ე პრიმა მუხლის, მეორე ნაწილით წაუყენეს, რაც ​ გულგრილობას, სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია. დანაშაული თავისუფლების აღკვეთას, ვადით ორიდან ხუთ წლამდე ითვალისწინებს. ადვოკატის თქმით, სასამართლო სხდომა აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე ხვალ გაიმართება.

" ექიმი თავს დამნაშავედ არ სცნობს. თქვა, რომ გაეცნობა სრულად საქმის მასალებს და შემდეგ უფრო ვრცლად ჩამოაყალიბებს თავის პოზიციას. გადმოგვცემენ სისხლის სამართლის საქმის მასალებს, გავეცნობით და სრულად ჩამოვაყალიბებთ პოზიციას. ერთია, რას უყენებენ ბრალს და მეორე, რა პოზიცია აქვს მას. გამოძიების პერიოდში დგინდება ყველა ჭეშმარიტება. როგორც თამარ ალადაშვილი განმარტავს, პაციენტი დასატოვებლად არ მიუყვანიათ. არაფერი არ ეტყობოდაო და არც ვიდეოკადრებზე არის ჩაწერილი რაიმე სახის აშლილობა", - აცხადებს დავით დადიანი.

დავით ნარმანია - თუ არ გვინდა გაგვიძვირდეს ტარიფები, უნდა ავაშენოთ ჰესები
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2019
დიმიტრი შველიძე  -  მომავალი პარლამენტი ნაყიდი დეპუტატებით და ფრაქციებით აივსება
სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიამ“ 10 წლის იუბილე აღნიშნა