სერგეი გავრილოვი - ნება მომეცით, საქართველოს პარლამენტს მადლობა გადავუხადო ჩვენთვის მოცემული შესაძლობლობისთვის, ჩავატაროთ ასამბლეა ივერიის დალოცვილ მიწაზე

ნება მომეცით, 23 ქვეყანაზე მეტი საპარლამენტო დელეგაციის სახელით, საქართველოს პარლამენტს მადლობა გადავუხადო მასპინძლობისთვის და ჩვენთვის მოცემული შესაძლობლობისთვის, ჩავატაროთ ეს შეხვედრა ივერიის დალოცვილ მიწაზე, - ამის შესახებ რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა თბილისში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეა ეფუძნება საერთო სულიერ, კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობებს ჩვენი ხალხების, რომლებიც ეკუთვნის აღმოსავლეთ მართლმადიდებლურ ტრადიციებს. საჭიროა ახალი დროის გამოწვევებზე პასუხი, რომლებზეც ჩვენ წარმოდგენაც არ გვქონდა 25 წლის წინ. ჩვენი ასამბლეა ტარდება გარკვეულწილად რთულ ვითარებაში, როცა შეიარაღებული კონფლიქტები, ეკოლოგიური და ტერორისტული საფრთხეები რეალური გახდა როგორც არასდროს. ამ პირობებში ეფექტური მხოლოდ დიალოგია, ქრისტიანულ-ძმური სიყვარულის პოზიციიდან. ჩვენთვის, პარლამენტარებისთვის ნათელია, რომ ძალის პოზიციიდან ან ულტიმატუმის ენით საუბარი ან ცალმხრივი სანქციები არაეფექტურია, თუნდაც როცა საუბარი მიდის მსხვილი სავაჭრო სახელმწიფოების კონფლიქტზე. ნათელია, რომ ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია ჩვენი საპარლამენტო საქმიანობის ბუნებიდან გამომდინარე. ჩვენს შორის ყოველწლიურად იზრდება სავაჭრო ბრუნვა, იზრდება ტურისტების რაოდენობა, იზრდება მომლოცველთა რიცხვი ჩვენი ქვეყნებიდან საქართველოში და ჩვენ ვთვლით, რომ დეპუტატებმა საპარლამენტო სამიტებზე უნდა შევავსოთ ის ვაკუუმი, რომელიც არსებობს ჰუმანიტარულ, სოციალურ თუ კულტურულ საკითხებში“, - განაცხადა გავრილოვმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა