ელექტრონული ნარჩენების მართვისა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესახებ ახალი პროექტი იწყება

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვედეთის მთავრობა ელექტრონული ნარჩენების მართვისა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესახებ ახალ პროექტს იწყებენ.

პროექტის პრეზენტაციას საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრა გახსნეს და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ - სოლომონ პავლიაშვილმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გარემოს დაცვის და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა - ნინო ანთაძემ და შვედეთის საელჩოს პროგრამის ოფიცერმა - ხათუნა ზალდასტანიშვილმა.

პროექტის ხელმძღვანელმა - ხათუნა გოგალაძემ პროექტის ძირითად მიზნებსა და დაგეგმილ ქმედებებზე, ასევე მოსალოდნელ შედეგებზე და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

გაეროს განვითარების პროგრამის პრესცენტრის ინფორმაციით, 16-თვიანი პროექტი მიზნად ისახავს ელექტრონული ნარჩენების მართვაში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) პრინციპის პრაქტიკულ განხორციელებას, მას შემდეგ, რაც მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ძალაში შევა 2019 წლის 1 დეკემბერს.

ახალი პროექტი ეფუძნება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის მთავრობის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ორგანიზაცია GEO-ს მიერ 2017-2018 წლებში განხორციელებული საქმიანობის შედეგებს საქართველოში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვის მიმართულებით.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს