სოფიო ქაცარავა - ჩეხეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს

საპარლამენტო დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთში იმყოფება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა სენატის საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვის და უსაფრთხოების, ასევე ევროკავშირის საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებთან.

„მხარეებმა განიხილეს საქართველო-ჩეხეთს შორის არსებული ურთიერთობების ყველა ძირითადი მიმართულება, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, განათლების საკითხები. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის საპარლამენტო ურთიერთობებისა და ვიშეგრადის ოთხეულის (V4) ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების და გაძლიერების პერსპექტივებს.

ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე; ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე. ხაზი გაესვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას“, - აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ჩეხეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს და ხელს უწყობს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას და სახელმწიფოებრიობის გაძლიერებას. სწორედ ამიტომ ჩვენი კოლეგები, საგარეო, თავდაცვის და უსაფრთხოების, ასევე ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეები და წევრები, ვიშეგრადის ფორმატში საქართველოში მოვიწვიე, რადგან ეს ფორმატი საშუალებას გვაძლევს, ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმავოთ და გავაძლიეროთ“, - განაცხადა ქაცარავამ.

ვიზიტის ფარგლებში საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრა გამართა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

პარლამენტის ცნობით, საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო გოგუაძე და პარლამენტის წევრები: კახაბერ კუჭავა, გელა სამხარაული და ირაკლი აბესაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო