საქართველოში საჯარო და კერძო თანამშრომლობის განვითარებაზე კონფერენცია გაიმართება

საქართველოში პირველად, საჯარო-კერძო თანამშრომლობის განვითარებაზე ორდღიანი კონფერენცია გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გაეროს განვითარების პროგრამიდან (UNDP) აცნობეს.

მათი ცნობით, ღონისძიებას გახსნიან ალექსანდრე რევია, საქართველოს საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელი; იეშიმ ელჰან-ქაიალარი, აზიის განვითარების ბანკის (ADB) დირექტორი საქართველოში; და ლუიზა ვინტონი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში.

„კონფერენციაზე გაიმართება მსჯელობა საქართველოს მთავრობის მიღწევებზე მდგრადი სტრუქტურული რეფორმების განხორციელების, ღია მმართველობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაუმჯობესების მიმართულებით. ასევე ყურადღება დაეთმობა საჯარო და კერძო თანამშრომლობის განვითარების როლს ინკლუზიური ზრდისა და სიღარიბის დაძლევის უზრუნველყოფაში. ღონისძიების მონაწილეები გაეცნობიან იმ პროცედურებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს, რომელიც აუცილებელია წარმატებული და მსხვილი პროექტების განხორციელებისთვის.

კონფერენციის პირველი ნაწილი, მაღალი დონის დისკუსია, ფართო ჭრილში განიხილავს საქართველოში საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს, ხოლო მეორე ნაწილი მოიცავს პრაქტიკულ სემინარს ადგილობრივი თვითმართველობების, მუნიციპალიტეტებისა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის.

კონფერენციის სამუშაო ნაწილის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტები და სპეციალისტები საჯარო და კერძო თანამშრომლობის ძირითად ასპექტებს საქართველოს კონტექსტში მიმოიხილავენ და მონაწილეებს გამოცდილებას გაუზიარებენ. პრაქტიკული სემინარი, ცოდნის გაზიარებასთან ერთად, ხელს შეუწყობს საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომელთა შორის პროფესიული კონტაქტების დამყარებას.

ღონისძიების ორგანიზატორია საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის ეფექტიანობის გაზრდისა და მომავალი პროექტების წარმატებული განხორციელების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა. კონფერენციის მხარდამჭერები არიან საქართველოს მთავრობა, აზიის განვითარების ბანკი (ADB) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობით.

ღონისძიება თბილისში, 20 ივნისს, 09:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიხსნება“, - აღნიშნულია UNDP-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა