ქუთაისის მერიასთან საკრებულოდან დეპუტატ ნანა კოსტავას წასვლის მოთხოვნით აქცია გაიმართა

ქუთაისის მერიის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პოსტერუმ ქუთაისის" ორგანიზებით აქცია - „ნანა წადი“ გაიმართა. აქციის მონაწილეები საკრებულოს დეპუტატის ნანა კოსტავას საკრებულოდან წასვლას მოითხოვენ.

„მოვუწოდებთ ნანა კოსტავას კიდევ ერთხელ, რომ დატოვოს საკრებულო", -განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

ორგანიზაციის აქტივისტებმა საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების მონაწილეობით ვიდეორგოლი დაამზადეს, რომლის ჩვენებაც მერიის შენობის ფასადზე მოეწყო.

"პოსტერუმ- ქუთაისმა" სიმბოლური წითელი ბარათი ჰეშთეგით # ნანაწადი ადმინისტრაციული შენობის წინ დატოვეს.

ნანა კოსტავამ 28 მაისს გაკეთებული განცხადების შემდეგ, ჯერ ფრაქციის თავმჯდომარის პოსტი, დღეს კი ფრაქცია დატოვა. ის ამ დროისთვის დამოუკიდებელი დეპუტატია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს