თამარ ჩუგოშვილი - მერჩივნა, საქართველოში არ ჩატარებულიყო ეს საპარლამენტო ასამბლეა, რადგან იქ რუსი დეპუტატებიც არიან და მათი საქართველოში აღმოჩენა სპეკულაციის საგანი გახდებოდა

მერჩივნა, საქართველოში არ ჩატარებულიყო ეს საპარლამენტო ასამბლეა, რადგან იქ არიან რუსეთის პარლამენტის წევრებიც და მათი საქართველოში აღმოჩენა სპეკულაციის საგანი გახდებოდა“, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. თამარ ჩუგოშვილი განმარტავს, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეაში, რომელსაც წელს საქართველო მასპინძლობს, 20-ზე მეტი ქვენის წარმომადგენელი მონაწილეობს, ხოლო საქართველო წლებია აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობს. მმართველი პარტიის დეპუტატის განმარტავს, რომ არსებობს სხვა საპარლამენტთაშორისო ფორმატები, სადაც წარმოდგენილია როგორც საქართველო, ასევე რუსეთის ფედერაცია.

„აღნიშნული საპარლამენტთაშორისო ფორმატი არ არის ახალი, წინა ხელისუფლების დროს ფორმატს გიგი წერეთელი ხელმძღვანელობდა. წელს მოხდა ისე, რომ ეს ანსამბლეა სხვადასხვა ქვეყნებში ტარდება ხოლმე, სადა რუსებიც არიან წარმოდგენილნი და ეს არ არის ერთადერთი ფორმატი, სადაც საქართველოც არის და რუსეთიც. წლების მიხედვით, სხვადასხვა ადგილებზე ტარდება ეს საპარლამენტო ასამბლეები და წელს ტარდება საქართველოში. ჩემი პირადი აზრი რომ გითხრათ, მერჩივნა საქართველოში არ ჩატარებულიყო ეს საპარლამენტო ასამბლეა, რადგან იქ არიან რუსეთის პარლამენტის წევრებიც და მათი საქართველოში აღმოჩენა სპეკულაციის საგანი გახდებოდა და ძალიან უსიამოვნო იქნებოდა ჩვენთვის ყველასთვის“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

წამყვანის კითხვაზე, არის თუ არა ეს მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაცია, მაშინ როდესაც სერგეი გავრილოვი აღიარებს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობას, ვიცე-სპიკერი პასუხობს: „ერთადერთი, რაც ჩვენი კანონმდებლობიდან გამომდინარეობს, თუ მას კონკრეტული დანაშაული აქვს ჩადენილი, რაც არის „ოკუპაციის შესახებ კანონის“ დარღვევა, მაშინ ეს კონკრეტული ადამიანი არის პრობლემა. იმას ვერ ვიტყვით, რომ ამ ასამბლეაში საქართველო არ უნდა იყოს, რადგან ჩვენს გარდა იქ უამრავი ევროპული ქვეყანაა და ამ საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიზეზი სხვაა“, - აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

საქართველოში მართმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის 26-ე სესია ტარდება, რომელსაც ასამბლეის პრეზიდენტი ქვეყნის სტატუსით, რუსეთის დელეგაცია ესწრება. დელეგაციას, რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი ხელმძღვანელობს. ოპოზიციის ინფორმაციით, სერგეი გავრილოვი ერთ-ერთია იმ დეპუტატთა შორის, რომელმაც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო