თამარ ჩუგოშვილი „თბილისი პრაიდზე“ - ბევრ ქვეყანაში  არ ტარდება მსგავსი გამოსვლები, სწორედ იმიტომ, რომ საწინააღმდეგო მოსაზრება საკმაოდ მძლავრია

მაქვს მუდმივად კომუნიკაცია შსს-თან და ჩემთვის სრულიად გასაგებია ის ინტერესი, რომ სახელმწიფომ პირველ რიგში უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეძლოს, რათა არ მივიღოთ ჩვენ არც ერთი ფიზიკურად დაზიანებული ადამიანი, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პარლამენტის თავმდჯომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. ჩუგოშვილმა „თბილისი პრაიდის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შსს-თვის და სახელმწიფოსთვის ეს რთული გამოწვევაა.

„ერთის მხრივ, ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერ მოქალაქეს აქვს მშვიდობიანი შეკრების უფლება, მაგრამ მეორეს მხრივ, ვხედავთ, რომ საკმაოდ დიდი ძალაა მეორე მხარეს ასე ვთქვათ, დაპირისპირებული და სახელმწიფოს უპირველესი ამოცანაა, არავინ არ დაზიანდეს ფიზიკურად და თითოეული ადამიანის უსაფრთხოება უზრუნველყოს. აგრესია ძალიან დიდია. ზოგადად ეს ისეთი თემაა, რომელიც მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის არაა რთული. არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებიც მსგავს ღონისძიებებს ვერ ატარებენ. არ ტარდება ბევრ ქვეყანაში მსგავსი გამოსვლები, სწორედ იმიტომ, რომ საწინააღმდეგო მოსაზრება საკმაოდ მძლავრია. შესაბამისად საქართველოში კიდევ უფრო რთულია მსგავსი ღონისძიებების გამართვა“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, რისკები ადეკვატურადაა შესაფასებელი, ვინაიდან თუ სერიოზული ფიზიკური საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ ადამიანები, განცხადებების კეთება და მოწოდებები გვიანი იქნება.

„მე საკმაოდ ჩართული ვარ და მაქვს მუდმივად კომუნიკაცია შსს-თან, ჩემთვის სრულიად გასაგებია ის ინტერესი, რომ სახელმწიფომ პირველ რიგში უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეძლოს, რათა არ მივიღოთ ჩვენ არცერთი ფიზიკურად დაზიანებული ადამიანი და შემდგომ ვიფიქროთ იმაზე, როგორი შეიძლება იყოს სხვადასხვა ჯგუფების გამოხატვის ფორმები. მესმის, რომ თვითონ თემის წევრებსაც აქვთ სურვილი, რომ მაქსიმალურად რადიკალური ფორმით გამოხატონ თავისი აზრი, მაგრამ ბუნებრივია სასურველია და ყველას სურვილია, რომ ეს ყველაფერი არ გადაიზარდოს ისეთ დაძაბულობაში, რომლთან გამკლავებაც ქვეყნისთვის რთული იქნება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

რაც შეეხება გამოძიებას, თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, გამოძიების დასაწყებად საკმარისი იყო ის განცხადებები, რაც გაკეთდა.

„ის ქმედებები, რაც შეეხება პოლიციაზე თავდასხმის დაანონსებას, უკანონო ფორმირებების შექმნას და ა.შ. სრულიად უკანონო ღონისძიებებია და ამაზე გამოძიება უნდა დაწყებულიყო. დარწმუნებული ვარ, ყველა პირი ვინც გამოძიების ინტერსებშია დაიკითხება, მათ შორის ისინი, ვინც წამყვან როლს ასრულებდნენ ამ განცხადებების გაკეთებაში“, - აღნიშნა ჩუგოშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს