„თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

"თბილისი პრაიდის" წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტებზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

შს სამინისტროს პრესსამსახური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო.

სციალურ ქსელში „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორთა ნაწილი ფოტომასალას ასაჯაროებს, სადაც ჩანს რომ მათ მობილურებზე უცნობი პირები მუქარის შემცველ გზავნილებს აგზავნიან, სადაც საუბარია როგორც ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე, ისე მათი სიცოცხლის ხელყოფაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო