რუსთაველის მეტროში რამდენიმე მამაკაცი ორ ახალგაზრდას, სავარაუდოდ, საყურის გამო ფიზიკურად გაუსწორდა

რუსთაველის მეტროში რამდენიმე მამაკაცი ორ ახალგაზრდას, სავარაუდოდ, საყურის გამო ფიზიკურად გაუსწორდა.

როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, დაპირისპირების მიზეზი საყურე გახდა, რომელიც ერთ-ერთ ახალგაზრდას ეკეთა.

თვითმხილვეთა ინფორმაციით, დაშავებულები ქუჩის მუსიკოსები არიან, რომლებიც მეტროთი გადაადგილდებოდნენ. მათივე ინფორმაციით, დაპირისპირების დროს ერთ-ერთი მამაკაცი ყვიროდა, რომ საყურე ქართველ კაცს არ უხდება და ახალგაზრდას მის მოხსნას სთხოვდა.

აღსანიშნავია, რომ დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალა სიციალურ ქსელებში ვრცელდება.

შსს-მ „გამოძიება 239-ე და 126 მუხლით დაიწყო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, მეტროსადგურ "რუსთაველში" მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ზ" ქვეპუნქტით და 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყეს, რაც რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილ ძალადობას და ხულიგნობას გულისხმობს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს მოწმეთა დაკითხვაც.

სამართალდამცველებს ამ წუთებში ჩვენებას აძლევს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტი, თეონა მანაგაძე, რომელმაც მომხდარის ამსახველი ვიდეომასალა გადაიღო.

რუსთაველის მეტროში რამდენიმე მამაკაცი ორ ახალგაზრდას, სავარაუდოდ საყურის გამო, ფიზიკურად გაუსწორდა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს