ერთ-ერთი ვერსიით, რუსთაველის მეტროში ფიზიკური დაპირისპირება იმან გამოიწვია, რომ ორი ახალგაზრდა მატარებლის კარებს დახურვის შესაძლებლობას არ აძლევდა

ერთ-ერთი ვერსიით, "რუსთაველის" მეტროში ფიზიკური დაპირისპირება საყურის საკითხმა კი არა, იმან გამოიწვია, რომ ორი ახალგაზრდა მატარებლის კარების დახურვას ხელს უშლიდა.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ამის შესახებ ერთ-ერთი თვითმხილველი აცხადებს, რომელიც პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება. კერძოდ, მისი ინფორმაციით, ორმა ახალგაზრდამ მატარებლის ვაგონის კარები დაიჭირა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მას დახურვის შესაძლებლობას არ აძლევდა, რასაც რამდენიმე მგზავრის გაღიზიანება მოჰყვა. შელაპარაკება კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და ჩხუბის დროს ერთ-ერთი მამაკაცი ყვიროდა, რომ "ქართველ კაცს საყურე არ უხდება".

შეგახსენებთ, რომ "რუსთაველის" მეტროში ორ ახალგაზრდას ფიზიკურად გაუსწორდნენ. თვითმხილველთა ნაწილის განცხადებით, დაპირისპირების მიზეზი საყურე გახდა, რომელიც ერთ-ერთ დაზარალებულს ეკეთა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა.

რუსთაველის მეტროში რამდენიმე მამაკაცი ორ ახალგაზრდას, სავარაუდოდ საყურის გამო, ფიზიკურად გაუსწორდა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს