ლუიზა ვინტონი - უმაღლეს შეფასებას ვაძლევთ საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საჯარო-კერძო პარტნიორობის განმტკიცებისა და შესაბამისი კანონმდებლობის უზრუნველყოფისკენ

ჩვენ უმაღლეს შეფასებას ვაძლევთ და მივესალმებით საქართველოს მთავრობის და მისი ბევრი პარტნიორის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საჯარო-კერძო პარტნიორობის განმტკიცებისკენ, შესაბამისი სტრატეგიების, კანონების და სხვადასხვა უწყების ინფორმირებულობის უზრუნველყოფისკენ, - ამის შესახებ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა საჯარო-კერძო თანამშრომლობის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ლუიზა ვინტონმა ხაზი გაუსვა საჯარო-კერძო პარტნიორობის უმნიშვნელოვანეს როლს მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის პროცესში კერძო სექტორის ჩართვის თვალსაზრისით და აღნიშნა, რომ UNDP-ი ამ კუთხით საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას პოზიტიურად აფასებს.

მისივე თქმით, ხშირად გვესმის მოსაზრება, რომ მდგრადი განვითარება მხოლოდ ხელისუფლების მოვალეობებში შედის, ხოლო სამოქალაქო საზოგადოება და კერძო სექტორი მივიწყებულია. აქ კი ჩვენ ვხედავთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მაკავშირებელს დინამიზმს, ინოვაციებს და მომხმარებელზე ორიენტირებულ მომსახურებას შორის, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია სწორედ კერძო სექტორისთვის და ამის შედეგად იქმნება კერძო-საჯარო მომსახურების მიწოდების მოდელი.

„ჩვენ უმაღლეს შეფასებას ვაძლევთ და მივესალმებით საქართველოს მთავრობის და მისი ბევრი პარტნიორის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია შესაბამისი სტრატეგიების, კანონების და სხვადასხვა უწყების ინფორმირებულობის უზრუნველყოფისკენ. ჩვენ იმედის თვალის შევყურებთ თანამშრომლობას მათთან, რათა ამ მოდელმა შედეგი მოიტანოს.UNDP-ისთვის ძალიან სასიხარულოა, რომ გვაქვს შესაძლებლობა, გადავინაცვლოთ საჯარო-კერძო პარტნიორობის ტრადიციული მოდელიდან, რომელიც გულისხმობს ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე გიგანტურ ინფრასტრუქტურას, როგორიცაა აეროპორტები და ჰიდროელექტროსადგურები, - უფრო ადგილობრივ, ადგილობრივი თემების, მუნიციპალიტეტების დონეზე“, - განაცხადა ლუიზა ვინტონმა.

ცნობისთვის, საქართველოში პირველად, საჯარო-კერძო თანამშრომლობის განვითარებაზე ორდღიანი კონფერენცია პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა. კონფერენციაზე იმსჯელებენ საქართველოს მთავრობის მიღწევებზე მდგრადი სტრუქტურული რეფორმების განხორციელების, ღია მმართველობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაუმჯობესების მიმართულებით. ასევე ყურადღება დაეთმობა საჯარო და კერძო თანამშრომლობის განვითარების როლს ინკლუზიური ზრდისა და სიღარიბის დაძლევის უზრუნველყოფაში.

აღნიშნულ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს