ელენე ხოშტარია - სამწუხაროა, რომ კამათია თემაზე - უნდა იჯდეს თუ არა პარლამენტის დარბაზში მკვლელი და ოკუპანტი გავრილოვი

სამწუხაროა, რომ საქართველოში კამათია იმ თემაზე ნებისმიერი პოლიტიკურ ჯგუფს შორის, უნდა იჯდეს თუ არა პარლამენტის დარბაზში მკვლელი და ოკუპანტი გავრილოვი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტში განაცხადა.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს ზაქარია ქუცნაშვილისგან განსხვავებით საღი პოზიცია აქვს და ისიც ფიქრობს, რომ რუსული დელეგაცია ღონისძიებას არ უნდა ესწრებოდეს.

„განსხვავებით ზაქარია ქუცნაშვილისგან, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ეს პოზიცია არის მართალი და არ უნდა იყვნენ აქ რუსი დეპუტატები. ძალიან სამწუხაროა, რომ ამას დასჭირდა პროტესტი და ამხელა ამბავი ჩვენს პარლამენტში. კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ საქართველოში კამათია იმ თემაზე ნებისმიერი პოლიტიკურ ჯგუფს შორის, უნდა იჯდეს თუ არა პარლამენტის დარბაზში მკვლელი გავრილოვი და ოკუპანტი გავრილოვი. ჩვენ მას ვუთხარით, რომ ჩვენი პირობებია, გავიდეს რუსული დელეგაცია, თუნდაც მთლიანად ჩაიშალოს, ეს სულერთია. ამ დარბაზში ფეხს ვერ შემოდგამს ვერც ერთი ოკუპანტი. წავიდნენ უკან მოლაპარაკებებზე, მდინარაძის პოზიცია ამ მომენტში განსხვავებული იყო ქუცნაშვილის პოზიციისგან, რომელიც იძახდა, რომ ღონისძიება ბოლომდე გაგრძელდება. ამიტომ ბოლომდე უნდა მივაწვეთ და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთოდ არავის დარჩეს შთაბეჭდილება, რომ გაყოფილი აზრია ჩვენ ქვეყანაში ამ საკითხზე. მას შემდეგ, რაც ჩვენი მოთხოვნები გავაცანით, მდინარაძე წავიდა ორგანიზატორებთან და მიდის საუბარი რა იქნება. კატეგორიულად ვაცხადებ, რაც არ უნდა გადაწყვიტოს და ვინც არ უნდა გადაწყვიტოს, ამ დარბაზში რუსები ვერ შემოვლენ. მდინარაძის პოზიცია იყო საღი, რომ ჩვენი პროტესტი არის მართალი“, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია საქართველოს პარლამენტში დღეს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა „კომუნისტური პარტიიდან" სერგეი გავრილოვმა რუსულ ენაზე გახსნა. აღნიშნული ასამბლეის ჩატარებას ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ, „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები პარლამენტის ტრიბუნასთან ავიდნენ და საკანონმდებლო ორგანოში რუსი დეპუტატების ყოფნა გააპროტესტეს. მას შემდეგ, რაც ხმაურმა სასესიო დარბაზიდან ფოიეში გადაინაცვლა და პროტესტს სამოქალაქო აქტივისტებიც შეუერთდნენ, საპარლამენტო უმრავლესობამ მართმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხვა ლოკაციაზე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა