დიალოგი, 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით გაუჩინარებული ადამიანების შესახებ,  გრძელდება

ერგნეთში საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, 19 ივნისს, მე-14 შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანია 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით გაუჩინარებული ადამიანების ხვედრისა და ადგილსამყოფელის გარკვევა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, საკოორდინაციო მექანიზმი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (წჯსკ), როგორც ნეიტრალური შუამავლის, ეგიდითა და ტექნიკური მხარდაჭერით 2010 წელს შეიქმნა. მექანიზმის ფარგლებში ერთმანეთს ხვდებიან ქართველი, ოსი და რუსი მონაწილეები, რათა დაისახოს შემდგომი ნაბიჯები 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების დროს და მათ შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ხვედრის გასარკვევად.

„მონაწილეთა ჩართულობას მექანიზმში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახებმა პასუხი მიიღონ თავიანთი ახლობლების შესახებ,“ - დასძინა ნიკოლა ფლერმა, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში წჯსკ-ს ოპერაციების კოორდინატორმა, რომელიც შეხვედრას თავმჯდომარეობდა.

ამასთან, მონაწილეებმა განიხილეს, თუ რა გაკეთდა 2018 წლის ნოემბერში ჩატარებული საკოორდინაციო მექანიზმის შეხვედრის შემდეგ. ასევე ყურადღება დაეთმო ინფორმაციის მოძიებას სავარაუდო სამარხების შესახებ.

„საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში წარმოებული დიალოგი მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარული ხასიათისაა. შესაბამისად, გადადგმული ნაბიჯები მეტყველებს იმაზე, რომ ყველა თანხმდება გაუჩინარებული ადამიანების მოძიების აუცილებლობის თაობაზე“, - განაცხადა ნიკოლას ფლერმა.

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის თანახმად, უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ოჯახებს აქვთ უფლება იცოდნენ, რა ბედი ეწიათ მათ ახლობლებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო