დავით ბაქრაძე - დღეს დავინახეთ, რომ ყოველგვარი ტანკის და ჯარის გარეშე მოხდა რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაცია

ოკუპაცია ჰქვია იმას, როდესაც ადამიანი, ვინც 3 დღის წინ ჭკუას გვარიგებდა, რომ აფხაზეთი და ცხინვალი დამოუკიდებელია და ამას უნდა შეეგუოთო, ახლა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ზის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიაზე, ასამბლეის პრეზიდენტის რანგში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის დასწრების შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ის, რაც დღეს პარლამენტში მოხდა, ყოველგვარს ზღვარს და სიმბოლიზმს სცდება.

„ის, რაც დღეს მოხდა საქართველოს პარლამენტში, ყოველგვარ ფარგლებს, ზღვარს და სიმბოლიზმს სცილდება. დღეს დავინახეთ, რომ ყოველგვარი ტანკის და ჯარის გარეშე, რუსეთის მხრიდან მოხდა საქართველოს ოკუპაცია. ოკუპაცია ჰქვია იმას, როდესაც ადამიანი, ვინც ხმა მისცა აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობას, ადამიანი ვინც ჭკუას გვარიგებდა 3 დღის წინ, რომ აფხაზეთი და ცხინვალი დამოუკიდებელია და ამას უნდა შეეგუოთო, ეს ადამიანი არის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში და მიმართავს დარბაზს რუსულად. ეს არის ყველა ზღვარს იქით გასვლა და არის ძალიან სერიოზული პოლიტიკური პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია საქართველოს პარლამენტში დღეს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა „კომუნისტური პარტიიდან" სერგეი გავრილოვმა რუსულ ენაზე გახსნა. აღნიშნული ასამბლეის ჩატარებას ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ, „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები პარლამენტის ტრიბუნასთან ავიდნენ და საკანონმდებლო ორგანოში რუსი დეპუტატების ყოფნა გააპროტესტეს. მას შემდეგ, რაც ხმაურმა სასესიო დარბაზიდან ფოიეში გადაინაცვლა და პროტესტს სამოქალაქო აქტივისტებიც შეუერთდნენ, საპარლამენტო უმრავლესობამ მართმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხვა ლოკაციაზე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო