ადვოკატი - გურამ ფალავანდიშვილის ადგილსამყოფელი ჩემთვის უცნობია

გურამ ფალავანდიშვილის ადგილსამყოფელი, რომელიც სამართალდამცავებმა დააკავეს, მისი ადვოკატისთვის, ლევან ბუაძისთვის უცნობია.

აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებს თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, გურამ ფალავანდიშვილის დაკავების შესახებ მან ალექსანდრე ფალავანდიშვილისგან გაიგო.

„გურამ ფალავანდიშვილმა დილით დამირეკა და მთხოვა, მისი ადვოკატი ვყოფილიყავი, ვინაიდან ის პოლიციაში კვლავ დაიბარეს. შევთანხმდით, რომ მასთან ოფისში შევხვდებოდით, როცა იქ მივედი, გურამი არ დამხვდა და მისმა შვილმა მითხრა, ბატონი გურამი, როცა სახლიდან გამოდიოდა, პოლიციის თანამშრომლებმა პოლიციაში გადაიყვანესო. ვიფიქრე, მთავარ სამმართველოში გადაიყვანდნენ, აქ მეგონა, მოვიკითხე და როგორც მითხრეს, აქ არ არის", - განაცხადა ბუაძემ.

მისივე განმარტებით, გურამ ფალავანდიშვილი სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, რომ დააკავეს, ეს ჟურნალისტებისგან გაიგო.

„ეს ინფორმაცია თქვენგან მესმის, ასეთი ფაქტი არ მინახავს და არც მომისმენია. მხოლოდ ის ვიცი, რომ ისინი პოლიციაში იყვნენ დაბარებული. მათ მთხოვეს, ოფიციალურად წერილობითი განცხადება გამეკეთებინა, რომ ისინი გამოკითხვაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ და სასამართლოში მაგისტრატ მოსამართლესთან გამოიკითხებოდნენ.

გურამ ფალავანდიშვილიც უარს აცხადებდა გამოკითხვაზე, მასაც ჰქონდა სურვილი, ჩემთან კონსულტაციის გავლის შემდეგ გამეკეთებინა ოფიციალური განცხადება. გამოძიებას უნდობლობას არ უცხადებენ, ასეთი აზრი არ გაჩენიათ, რატომ აქვთ მაგისტრატ მოსამართლესთან ჩვენების მიცემის სურვილი, ეს თითოეულ მათგანს ჰკითხეთ.

ფალავანდიშვილის ადგილსამყოფელი ჩემთვის უცნობია, მეგონა აქ იყო", - აცხადებს ფალავანდიშვილი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფალავანდიშვილთან სამართალდამცავები გამოკითხვაზე დაბარების მიზნით უწყების ჩასაბარებლად მივიდნენ, რა დროსაც, ფალავანდიშვილმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო