სერგეი გავრილოვი - რადიკალებმა სხდომა შეგვაწყვეტინეს! წყალი შემასხეს და დოკუმენტების წართმევა სცადეს

რადიკალებმა სხდომა შეგვაწყვეტინეს!- ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელმა სერგეი გავრილოვმა „რია ნოვისტის“ განუცხადა.მისივე თქმით, მართლმადიდებელობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა თბილისში შეწყდა.

გავრილოვის განცხადებით, ადგილობრივმა რადიკალებმა მას წყალი შეასხეს და დოკუმენტების წართმევა სცადეს.

Iმისივე თქმით, რუსმა პარლამენტარებმა დაცვის ქვეშ დატოვეს საქართველოს პარლამენტი შენობა.

შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია საქართველოს პარლამენტში დღეს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა „კომუნისტური პარტიიდან" სერგეი გავრილოვმა რუსულ ენაზე გახსნა. აღნიშნული ასამბლეის ჩატარებას ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ, „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები პარლამენტის ტრიბუნასთან ავიდნენ და საკანონმდებლო ორგანოში რუსი დეპუტატების ყოფნა გააპროტესტეს. მას შემდეგ, რაც ხმაურმა სასესიო დარბაზიდან ფოიეში გადაინაცვლა და პროტესტს სამოქალაქო აქტივისტებიც შეუერთდნენ, საპარლამენტო უმრავლესობამ მართმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხვა ლოკაციაზე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

სერგეი გავრილოვი - რადიკალებმა სხდომა შეგვაწყვეტინეს! წყალი შემასხეს და დოკუმენტების წართმევა სცადეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა