დავით ჭიჭინაძე - ირაკლი კობახიძე დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს!

დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებაზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ამ განცხადების შემდეგ ირაკლი კობახიძე დაუყონებლივ უნდა გადადგეს.

,,ირაკლი კობახიძე დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს! მითუმეტეს, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადებიდანაც მხოლოდ ის დასკვნა კეთდება, რომ ქვეყანას არც პარლამენტი ჰყავს და არც პარლამენტის თავმჯდომარე, რომ ყველა გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად ისევ მხოლოდ ივანიშვილი იღებს. კობახიძე და „კოლექტიური ზარდიაშვილები“ კი, მხოლოდ ჩვენი თანამოქალაქეების დაპირისპირებისთვის და კრიზისების გამოწვევისთვის არიან სავარძლებში მოკალათებულნი“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა რუსეთის წარმომადგენლის სერგეი გავრილოვის მიერ ფორუმის ხელმძღვანელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დაუშვებელია, საქართველოს პარლამენტში ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს რაიმე სახის ფორუმს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს