სერგეი გავრილოვი - საქართველოს პარლამენტში ჩატარდა ექსტრემისტული აქცია რუსეთის პრეზიდენტის და დელეგაციების დისკრედიტაციის მცდელობით

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა თბილისში შეწყვეტილია რადიკალების ექსტრემისტული აქციით. ყველა დელეგაციამ დატოვა პარლამენტის შენობა და ახლა უსაფრთხო ადგილას იმყოფებიან. უახლოეს ორ საათში იგეგმება მუშაობის განახლება, - განუცხადა „რია ნოვოსტის“ სერგეი გავრილოვმა.

„მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ პარლამენტში ჩატარდა ექსტრემისტული აქცია ანგარიშსწორების მუქარით, რუსეთის პრეზიდენტის და დელეგაციების დისკრედიტაციის მცდელობით. ისინი მოითხოვდნენ ჩემს გადაცემას, თითქოს მე ვმონაწილეობდი კონფლიქტში აფხაზეთში. მე განვაცხადე, რომ არასდროს მიმიღია მონაწილეობა არანაირ სამხედრო კონფლიქტში, არც აფხაზეთში, არც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში“, - განაცხადა გავრილოვმა.

მისივე განცხადებით, მათ ამ პირობებში მუშაობის გაგრძელება არ შეუძლიათ, რადგან მუქარა იყო სხვადასხვა ქვეყნიდან ყველა დელეგატის მიმართ. ყველა დელეგაციამ დავტოვეთ სხდომათა დარბაზი. კოლეგებმა ჩვენ მხარი დაგვიჭირეს - რომ რუსეთის გარეშე არ შეიძლება სხდომის ჩატარება. მე, როგორც ამ ასამბლეის პრეზიდენტი ჩავატარებ ამ სხდომას, რადგან ის დანიშნული იყო და ბევრი ქართველი დეპუტატი ჩვენ მხარს გვიჭერს“, - განუცხადა მან „რია ნოვოსტის“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო