ნატო ჩხეიძე - საქართველოს ხელისუფლებას სურს ქვეყნის დაქუცმაცება – როგორც ჩანს, მათთვის მზე ისევ ჩრდილოეთიდან ამოდის

საქართველოს ხელისუფლებას სურს ქვეყნის დაქუცმაცება – როგორც ჩანს, მათთვის მზე ისევ ჩრდილოეთიდან ამოდის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილმა წევრმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ განუცხადა.

ნატო ჩხეიძის განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და უნდა მოხდეს პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხის დროული დაყენება.

ნატო ჩხეიძის განცხადებით, მოვლენები, რომლებიც პარლამენტში განვითარდა, წინასწარ იყო ორგანიზებული და განცხადებები, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ, მისი შეფასებით, ტყუილია.

„ეს არის გაცხადებული პოლიტიკა, რომ ხელისუფლებას სურს ქვეყნის დაქუცმაცება და კვლავ რუსეთის ქვეშ ყოფნა, როგორც ეს იყო 70 წლის განმავლობაში. როგორც ჩანს, მათთვის მზე ისევ ჩრდილოეთიდან ამოდის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნის მეორე პირის სავარძლიდან ჩვენ არ დაგვმოძღვრავდა ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი, რომელიც აღიარებს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობას. დროა, ხელისუფლებამ აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და დროულად დადგეს პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი და კობახიძემ დატოვოს თანამდებობა“, - აღნიშნა ნატო ჩხეიძემ.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, ხომ არ უქმნის დისკომფორტს მისი მოსკოვში ვიზიტები, როდესაც ის „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი იყო, ნატო ჩხეიძე პასუხობს, რომ რუსეთთან დიალოგი არსებულ პრობლემატურ საკითხებზე საჭიროა, თუმცა არა იმ ფორმატში, როდესაც კონსტიტუციის მიხედვით იერარქიულად ქვეყნის მეორე პირის სავარძელს ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი იკავებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო