გუბაზ სანიკიძე - სავარძელში, სადაც თავის დროზე ზვიად გამსახურდია იჯდა, ოკუპანტი და 21-ე საუკუნის ჯალალ-ედ-დინი ვიხილეთ

სავარძელში, სადაც თავის დროზე ზვიად გამსახურდია იჯდა, ოკუპანტი და 21-ე საუკუნის ჯალალ-ედ-დინი ვიხილეთ", - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობის "გამარჯვებული საქართველო" წევრმა გუბაზ სანიკიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

გუბაზ სანიკიძემ და მოძრაობის დამფუძნებელმა ირაკლი ოქრუაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს დღეს, 19:00 საათზე პარლამენტის წინ მისვლისკენ მოუწოდეს. სანიკიძემ აღნიშნა, რომ დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტი და მისი პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჯდომამ მას ჯალალ-ედ-დინი მოაგონა.

"დღეს საქართველოს დაუდგა განსაცდელი, ვიხილეთ ის, რისიც ყველაზე მეტად გვეშინოდა - ჩვენი ქვეყნის მესამეჯერ ჩაბარება ოკუპანტისთვის, რისი ავტორიცაა დღევანდელი ხელისუფლება. ეს ჩვენთვის ბოლო მესიჯია, ფიალა ავსებულია, ქართველი ერის მოთმინებას საზღვარი აქვს. ვიხილეთ ადამიანი, ვინმე გავრილოვი, რომელიც იჯდა იმ სავარძელში, სადაც თავის დროზე იჯდა უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. მის სავარძელში ოკუპანტი და მეტიც, 21-ე საუკუნის ჯალალ-ედ-დინი ვიხილეთ. ამ კოშმარულ კადრებზე გამახსენდა გუმბათმონგრეული სიონი, სადაც დაბრძანებული იყო ქართველთა სისხლისმსმელი ჯალალ-ედ-დინი. 21-საუკუნის ჯალალ-ედ-დინია შემოსული ქალაქში, ხალხო და მისი ხელისშემწყობი არის მოღალატე ხელისუფლება თავისი თავკაცით, ბიძინა ივანიშვილით, რომელიც გვარწმუნებს, რომ თურმე საქმის კურსში არ იყო და თურმე, აღშფოთებულია. ბიძინა, აივსო მოთმინების ფიალა, შენ უკვე მოღალატეების რიგში დადექი, ფილიპე მახარაძის, სერგო ორჯონიკიძის, ყორღანაშვილის ღირსეული მემკვიდრე ხარ. ყველას მოგიწოდებთ, ყველა ქალაქში მუნიციპალიტეტების წინ დადექით. საქართველოს გადარჩენა სჭირდება, რადგან ცხადია, დაგეგმილია სპეცოპერაცია, რაც ქართული სახელმწიფოს მესამეჯერ და საბოლოოდ განადგურებას გულისხმობს. დღეს რუსთაველის გამზირი ჩვენი თაობის დიდგორია", -განაცხადა სანიკიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა