დავით მათიკაშვილი - გავრილოვი ისეთივე ოკუპანტია, როგორც ბორისოვი და მისი პატრონი პუტინი

დღეს, როგორი პროტოკოლური გაუგებრობაც არ უნდა ყოფილიყო, გავრილოვის ჯდომა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იყო უმძიმესი სანახავი, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტს საქართველოში.

„მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებლობის ნიღაბქვეშ შემოიპარა საქართველოში, გავრილოვი ისევე "იზიარებს“ მართლმადიდებლურ და ქრისტიანულ ღირებულებებს, როგორც ტოტლებენი და როდიონოვი იზიარებდნენ, ჩვენს ქვეყანას რომ აოხრებდნენ და აწიოკებდნენ. ეს ყველაფერი და ბევრად მწვავედ სახეში მიახალა პარლამენტის თავმჯდომარემ გავრილოვს, გუშინ. დღეს კი, როგორი პროტოკოლური გაუგებრობაც არ უნდა ყოფილიყო, გავრილოვის ჯდომა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იყო უმძიმესი სანახავი, ხოლო მისი ყოფნა პარლამენტის შენობაში და ამ ფორუმისთვის პარლამენტის სხდომათა დარბაზის გამოყენება - შეცდომა. ირაკლი კობახიძე, რომელიც არ იმყოფება საქართველოში პირველთაგანია ვინც სხდომის შეწყვეტა მოითხოვა და დაგმო ეს ქმედება“,- განაცხადა მათიკაშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის პრესცენტრი ავრცელებს.

ნიკოლოზ  ვაშაკიძე - მთელი ინტრიგა იმის გარშემო ტრიალებს, რას გადაწყვეტს აშშ - შეეცდება, დაალაგოს თანამშრომლობა „ოცნებასთან“, როგორც უალტერნატივო პოლიტიკურ ძალასთან, თუ ხელი შეუწყოს ხელისუფლების ცვლილებას
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო
2 წელი რობოტული ქირურგიის დანერგვიდან ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში - ინოვაცია, რომელმაც რეგიონის სამედიცინო რეალობა შეცვალა
CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებს
„ვისოლმა“ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებისთვის სპეციალური ფასდაკლება შექმნა
თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა მოსწავლეების დასაფინანსებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს
28 თებერვალი - განსაკუთრებული შეთავაზებები extra.ge-ზე