რომან ფიფია - ჩემთვის, როგორც აფხაზეთში დაბადებულისთვის, მტკივნეული და შეურაცხმყოფელია,  დუმის  დეპუტატის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ხილვა

ჩემთვის, როგორც აფხაზეთში დაბადებული და გაზრდილი საქართველოს მოქალაქისთვის, მტკივნეული და შეურაცხმყოფელია, დუმის მოქმედი დეპუტატის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ხილვა, ამასთან, მისი მოწოდებების და დამოძღვრის მოსმენა, - ამის შესახებ ნათქვამია ბიზნესმენ რომან ფიფიას განცხადებაში.

„ასევე, კატეგორიულად მიუღებელია მისი პოზიცია, რომ თურმე 2008 წლის აგვისტოს ომი ყოფილა უსიამოვნება, დაუშვებელია გავრილოვის მხრიდან აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებელ რესპუბლიკებად მოხსენიება. მე, როგორც ყველა საქართველოს მოქალაქეს, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში, დაუშვებლად მიმაჩნია რუსეთის დუმის დეპუტატის მსგავსი გამოსვლა პარლამენტის ტრიბუნიდან“, - აცხადებს ფიფია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა