გურამ ფალავანდიშვილის სასამართლო პროცესი 5 ივლისამდე გადაიდო

სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციული წესით დაკავებული გურამ ფალავანდიშვილის სასამართლო პროცესი 5 ივლისამდე გადაიდო.

საქალაქო სასამართლოში სხდომაზე ფალავანდიშვილის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის შეფარდებაზე უნდა ემსჯელათ, თუმცა მისმა ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა ადმინისტრაციული საქმის განხილვის გადადების შესახებ, რათა გაეცნონ საქმის მასალებს და შეაგროვონ ახალი მტკიცებულებები მათი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობაზე.

ფალავანდიშვილმა ჟურნალისტებთან მისი დაკავების შესახებ ისაუბრა.

"პროცესი გადაიდო, ჩემმა ადვოკატებმა მასალების გაცნობა მოითხოვეს, რადგან თქვეს, რომ ასე კაცის დაკავება უკანონობაა და ეს მომავალში არ განმეორდეს. საერთოდ, დილას პოლიციაში დამიბარეს, შეკითხვა გვაქვს ამ კომბლეს შესახებ, რომ რაღაც ზღაპრები იყო, რომ კომბლებია ასისთავი, ცხვრებია ხალხი და მგელია პოლიცია. მე ვუთხარი, რომ არ მინდოდა მისვლა და ადვოკატს გამოვაგზავნი-მეთქი. რახან არ მივედი და ამ დაკითხვების გამო ვერ დამაკავეს, ამიტომ ასე უაზროდ დამაკავეს, რომ არ ვყოფილიყავი აქციაზე. ყოფილა შემთხვევები, დაკავების ღირსი ვყოფილვარ, მაგრამ ამჯერად, მანქანა გადააყენეო, გადავაყენე, დაბრძანდიო, დავბრძანდი, არავითარი ზედმეტი სიტყვა არ ყოფილა, წამოვედი და ვიფიქრე, ძალიან კარგი, უწყებაა და მეტი არაფერი-მეთქი. მერე ჩამიწერეს, რომ ვითომ პოლიციას შევაგინე თუ რაღაც. მაგაზე ხელი არ მოვაწერე. ერთი პლუსი იმას აქვს, რომ ამდენი დაჭერით ცოტა შევთხელდი და უფრო კარგ ფორმაში ვარ და მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, რომ ხალხი ქუჩაში გამოვიდეს, რათა სიბინძურის პროპაგანდა არ დავუშვათ. არ ვიცი, რას ვუკავშირებ ჩემს დაკავებას, შეიძლება, სახელმწიფოს აწყობს, რომ მუხტი აიწიოს და მეტი ხალხი გამოვიდეს, რომ LGBT "პრაიდი" ადვილად ჩაიშალოს, არ მესმის, რადგან ჩემი განრიდება არაფერს ნიშნავს, პირიქით, ხალხი უფრო მობილიზდება და მეტი ჩამოვა, იგივე, გუშინ სვანეთიდან ჩამოვიდნენ. ჩვენ ომს არ ვაპირებთ, უბრალოდ გვსურს, ჩაიშალოს ეს პროპაგანდა", - განაცხადა ფალავანდიშვილმა.

როგორც ფალავანდიშვილის ადვოკატმა, დავით ცინცქილაძემ აღნიშნა, ფალავანდიშვილის მიმართ განხორციელდა მიზანმიმაეთული პროვოკაცია.

„მოხდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის უსაფუძვლო, უკანონო დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე, 173-ე მუხლებით გათვალისწინებულ სახდელთან დაკავშირებით. რეალურად, ეს დაკავება სავარაუდოდ, ემსახურებოდა ფალავანდიშვილის, როგორც საერთო სახალხო მოძრაობაში აქტიური წევრის განეიტრალებას. ჩვენ მიერ დაყენებული იქნა შუამდგომლობა ადმინისტრაციული საქმის განხილვის გადადების შესახებ, ვინაიდან უნდა გავეცნოთ ადმინისტრაციული საქმის მასალებს, ასევე, შევაგროვოთ ახალი მტკიცებულებები გურამ ფალავანდიშვილის უდანაშაულობის დამტკიცების შესახებ. ამიტომ, პროცესი 5 ივლისის 11:00 საათისთვის გადაიდო", - აღნიშნა ადვოკატმა.

გურამ ფალავანდიშვილი სამართალდამცავებმა დღეს დილით დააკავეს.

როგორც როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მასთან სამართალდამცავები გამოკითხვაზე დაბარების მიზნით უწყების ჩასაბარებლად მივიდნენ, რა დროსაც, ფალავანდიშვილმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა