გრიგოლ ვაშაძე მთავრობას ერთ საათს აძლევს, რომ  ირაკლი კობახიძე, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური გადადგნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე მთავრობას ერთ საათს აძლევს, რომ გიორგი გახარია, ვახტანგ გომელაური და ირაკლი კობახიძე გადადგნენ. ამის შესახებ მან პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს პოლიტიკური მოთხოვნები. ერთი საათი ვაცადოთ, ვნახოთ რას იტყვიან",-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები დღეს პარლამენტში, რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ მართლმადიდებლური საპარლამენტო ასამბლეის წაყვანას აპროტესტებენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს